შთამაგონებელი საზაფხულო კოლექცია - გაიღიმეთ და მოირგეთ IZIPIZI!

გაზიარება:

ყოველ სეზონზე, წელიწადის ნებისმიერ დროს, მზის სათვალე ჩვენი სტილის განუყოფელი ნაწილია, Must have აქსესუარი ყოველთვის უდიდეს როლს თამაშობს ჩაცმულობაში და ჩვენც ვცდილობთ მაქსიმალურად მოვარგოთ ის ჩვენი ინდივიდუალური სტილის შეგრძნებას. ზაფხულის დადგომისთანავე მზის სათვალის განახლების დრო მოვიდა და ჩვენც დიდი პატივით წარმოგიდგენთ IZIPIZI-ს ახალ კოლექციას „ოაზისს“.

ახალი კოლექციის მხიარული და ნათელი ფერები გვაძლევენ საშუალებას ზაფხულის შესანიშნავი მომენტებით დავტკბეთ

2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია „ოაზისი“ სრულიად ახალი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, ამ კოლექციაში თქვენ აღმოაჩენთ ზაფხულის ცხელი დღის გრილი ნიავით, მხიარული საზაფხულო არდადეგებითა და მოგონებებით შთაგონებულ სათვალეებს, რომლებიც თავიანთი მარტივი, თუმცა ელეგანტური დიზაინით და ფერების ფართო არჩევანით თქვენს გულს უდავოდ დაიპყრობენ.

IZIPIZI-სა და ქართველ მომხმარებელს მეგობრობისა და ურთიერთობის 4 წელი აკავშირებთ. მას შემდეგ, რაც Giggles-ი სათვალეების ფრანგული ბრენდის დისტრიბუტორი გახდა, IZIPIZI-მ არაერთი სიახლე შესთავაზა ქართველ მომხმარებელს. დიდი თანამშრომლობის დასაწყისის, მომხმარებლის რჩეულ ბრენდად ქცევისა და დიდი სამომავლო გეგმების შესახებ Giggles-ის აღმასრულებელი დირექტორი ელენე სიგუა გვიამბობს.

დიდი თანამშრომლობის დასაწყისი

მე და IZIPIZI დაახლოებით 11 წლის წინ პარიზში დავმეგობრდით. პროფესიით მარკეტერი ვარ, შესაბამისად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ბრენდების პოზიციონირებას, კრეატივს, შეფუთვას და საკომუნიკაციო არხებს. ეს ბრენდი თავიდანვე გამოირჩეოდა კრეატიულობით და განსხვავებული საფასო პოლიტიკით. იყო საკმაოდ ხელმისაწვდომი, ხშირად გაკარგვინებს პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებს, რადგან მომხმარებლის ქცევა და შესყიდვის გადაწყვეტილება ხშირად ფასი=ხარისხს ფორმულით განისაზღვრება.

ამ ბრენდმა კი შეინარჩუნა თავდაპირველი ფასი და დღესაც საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში საკმაოდ პრემიუმ ადგილებში და ცნობად ბრენდებთან ერთად იყიდება. ჯერ 1 წელიც არაა, რაც კომპანია „გიგლსს“ შემოვუერთდი, თავიდან 5 თვე მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე ვიყავი, მას შემდეგ შესაძლებლობა მომეცა არაჩვეულებრივი გუნდი ვმართო, ადამიანები რომლებიც დაუღალავად ზრუნავენ კომპანიის გაზრდაზე და არაჩვეულებრივად გამოსდით!

ყველაფერი ძალიან მარტივია, როდესაც გიყვარს რასაც აკეთებ, ამას გარდა მე და IZIPIZI საერთო DNA-ს მატარებლები ვართ.

მომხმარებლის რჩეული ბრენდი

IZIPIZI-ს იდენტობა ზუსტად ჯდება ჩემს ხასიათში, შესაბამისად ადვილია ვესაუბრო ჩემს მომხმარებელს. IZIPIZI-ს მომხმარებელი არის ყველა ინტერესის და ყველა ასაკის მქონე ადამიანი. მათ აერთიანებთ კომფორტი, სიმარტივე და გემოვნება. IZIPIZI უკვე MUST HAVE აქსესუარი გახდა, ჩვენ ხშირად ვაწარმოებთ კვლევებს და ძალიან გვიხარია, რომ ადამიანებს ოჯახში ხშირად 3-ზე მეტი ჩვენი პროდუქტი აქვთ. საკითხავი, გამოსხივებისგან დამცავი, მზის სათვალე, სათხილამურო და საბავშვო. ასეთ ოჯახებს ხშირად საჩუქრებსაც ვუკეთებთ.

დიდი სამომავლო გეგმები

ზოგადად, IZIPIZI-ს კოლექციები ორ ნაწილად იყოფა. პირველი – პერმანენტული, რომელიც მუდმივად არის, უცვლელია ფორმა, ფერები. მეორე – დროებითი, სეზონური კოლექციები, მაგალითად, გაზაფხული-ზაფხულის, შემოდგომა-ზამთრის. ეს მოდელები განსხვავებულია ძირითადი მიმართულებისგან და სეზონურად არის ხოლმე ხელმისაწვდომი. თითოეულ ასეთ ხაზს თავისი ინსპირაცია აქვს. ოაზისის შემთხვევაში ეს არის ბუნება და უდაბნო.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ ყველა რეგიონში ხელმისაწვდომები ვიყოთ, რადგან ეს სათვალე არის ყველასთვის. რამდენიმე დღეში ვიქნებით ქუთაისში, მესტიაში, ზუგდიდში და ასევე დავამატებთ წერტილებს ბათუმში. და ბოლოს PUT A SMILE ON YOUR FACE AND WEAR IZIPIZI!


IZIPIZI 10 წლის წინ საფრანგეთში, სამი მეგობრის მიერ შეიქმნა. თავდაპირველად, ის შორსმხედველი ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ დღესდღეობით, ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე მოდურ სათვალის ბრენდად არის მიჩნეული. IZIPIZI ეს არის ფერადი, მსუბუქი და მაღალი ხარისხის სათვალეები, რომლებიც განკუთვნილია ყველა გემოვნებისა და ასაკის ადამიანისთვის. უკვე 4 წელია, რაც Giggles-ი IZIPIZI eyewear Georgia-ს ოფიციალურ დისტრიბუტორად გვევლინება.

ზევით