#კულინარია

რეცეპტი: შვრიის ფაფა ნუშის რძით

გაზიარება:

ორშაბათი იდეალური დღეა იმისათვის, რომ კვირის აფირმაციად ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება დავისახოთ და რა შეიძლება იყოს უფრო ჯანსაღი და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საუზმე თუ არა შვრიის ფაფა. შვრია ხომ ნელი ნახშირწყალა, რომელიც ენერგიით გვამარაგებს და დილიდან ტონუსში მოჰყავს ჩვენი სხეული.

შვრიის ფაფის ხელმისაწვდომობა და მისი მომზადების სისწრაფე საშუალებას გვაძლევს დღე, კვირა თუ თვე ჯანსაღად დავიწყოთ და რაც მთავარია, მასში შემავალი ვიტამინის ტიამინის დამსახურებით (რომელიც ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონად სეროტონინად გადაიქცევა) განწყობა ავიმაღლოთ და დიდი მიზნებისკენ დამაჯერებლად დავიწყოთ სვლა.

ინგრედიენტები:

შვრია 4 ს.კ.

ნუშის რძე 200 გრ

ორგანული მიწის თხილის კარაქი 1 ს.კ.

თაფლი 1 ჩ.კ.

ბანანი 1 ცალი

მოცვი 30 გრ.

მომზადების წესი:

1. ქვაბში ჩაასხით ნუშის რძე და დაუმატეთ შვრიის ფანტელი და აადუღეთ 2-3 წთ.

2. თეფშზე მოასხით თაფლი და ორგანული მიწის თხილის კარაქი. 3. მოაყარეთ მოცვი და ბანანი გემოვნებით.

ზევით