#სილამაზე

სილამაზის ექიმის რჩევები

გაზიარება:

ირაკლი პაპასკუა იმ ექიმების სიას განეკუთვნება, რომელსაც საკუთარ სილამაზეს თვალდახუჭული ენდობი. სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ონკოკომამოლოგი, ქირურგი-ფლებოლოგი და კოსმეტოლოგი, საკმაოდ დიდი და შთამბეჭდავი ჩამონათვალია, არა?! ირაკლი პაპასკუას სამუშაო სტაჟი 23 წელზე მეტს ითვლის. The Diary-ის სილამაზის ექსპერტები ირაკლი ექიმს ყველა ქალისთვის საინტერესო კითხვებისთვის პასუხის გასაცემად დაუკავშირდნენ.

კოსმეტოლოგი

ირაკლი, რომელი პროცედურებია ყველაზე პოპულარული ქალებში?

თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულება ინექციური კოსმეტოლოგიაა. მისი მთავარი მიღწევა კი ქირურგიული მეთოდების არაინვაზიური ალტერნატივის შექმნაა. პროცედურის პოპულარობა განისაზღვრება პრობლემიდან გამომდინარე, ზოგს ნაოჭების „გაქრობა“ სურს, ზოგს კი ცხვირის ფორმის შეცვლა და ა.შ., ინდივიდუალურია და ქალის სურვილებზეა დამოკიდებული.

თქვენ რომელ პროცედურას ურჩევთ ქალებს, ის პროცედურა, რომელიც ყველასთვის რეკომენდირებულია?

რა თქმა უნდა ბიორევიტალიზაცია - ეს არის ეფექტური, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც აჯანსაღებს სახის კანს და უბრუნებს მას ახალგაზრდულ ელფერს. ბიორევიტალიზაცია საშუალებას გვაძლევს „წავშალოთ" დაბერების ნიშნები, ამ დროს ხდება მიმიკური ნაოჭების შემცირება და სახის კანი ხდება ერთგვაროვანი. სხვათა შორის, ეს პროცედურა მამაკაცებშიც საკმაოდ პოპულარულია. რაც შეეხება ბოტულინის ინექციებს, ამ პროცედურას ვურჩევ იმ ქალბატონებს, ვისაც მიმიკური ნაოჭები „ნერვებს უშლის“.

biorevitalization
ბიორევიტალიზაციის შემდგეგ იცვლება კანის სტრუქტურა, ხდება ელასტიური და დატენიანებული. გარდა ამისა მცირდება წვრილი ნაოჭების რაოდენობა და კანს უბრუნდება ჯანსაღი ფერი.

თქვენ ახსენეთ, რომ ქირურგიული მეთოდების არაინვაზიური ალტერნატივით შეიძლება ჩანაცვლება

თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში შეიქმნა ცხვირის კორექციის ახალი მეთოდი, რომელსაც „უსისხლო რინოპლასტიკა“ ეწოდება. ცხვირის ფორმის შეცვლა ჰიალურონის მჟავის შემცველი პრეპარატის მეშვეობით ხდება. პროცედურა გრძელდება 30-40 წუთი და ცხვირის ბუნებრივი ფორმის შეცვლა სრულიად უმტკივნეულოდ და უხეში ქირურგიული ჩარევების გარეშე ხდება. პროცედურა, რომლის წყალობითაც თითქმის ყველა სახის ე.წ. „ნაკლოვანებების“ გამოსწორებაა შესაძლებელი, არ მოითხოვს სარეაბილიტაციო პერიოდს. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როდესაც არაინვაზიური მეთოდი არ გვშველის და მხოლოდ ქირურგიული ჩარევაა რეკომენდირებული, თუმცა ძირითად შემთხვევებში უსისხლო რინოპლასტიკა იდეალურად უმკლავდება ვიზუალურ „დისკომფორტებს“.

პროცედურის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ პაციენტს მეორე დღესვე შეუძლია გააგრძელოს ცხოვრების ჩვეული რითმი.

როდის დავიწყოთ პროცედურები, რომელია რეკომენდირებული ასაკი?

სახის კანის მოვლა ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია დავიწყოთ, მთავარია ძალიან არ დავაგვიანოთ. სახის კანის წმენდა და მსუბუქი პილინგი 19-20 წლიდან შეგვიძლია უკვე, ხოლო სხვადასხვა ინექციური პროცედურები 25 წლიდან, რა თქმა უნდა თუ ამის საჭიროება დგას, ყველაფერი დამოკიდებულია კანის ტიპზე და სურვილზე. 

ზევით