სილამაზის ელექსირი ნაპოვნია

caudalie

დიახ, დიახ სილამაზის ელექსირი ნამდვილად არსებობს და მას საკმაოდ აქტიურად იყენებენ ჰოლივუდის ოლიმპზეც კი. როზი ჰანტინგტონ უიტლის, ვიქტორია ბექჰემის, ქეითი პერის, ბლეიკ ლაივლის, ჯენიფერ ენისტონის და სხვა ცნობილი ადამიანების სახის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში ნამდვილად იპოვით ამ პროდუქტს.

სილამაზის ელექსირი“  შეიქმნა მათთვის, ვისაც  მთელი დღის განმავლობაში მშვიდი, დასვენებული და ლამაზი სახის კანის შენარჩუნება სურს. ამიტომაც არ შეუძლია ვარსკვლავთა უმეტესობას მის გარეშე ცხოვრება.

ეს არის პროდუქტი, რომელიც ერთ-ერთი მოდური ჩვენების დროს აღმოვაჩინე და მას შემდეგ სულ ვიყენებ, - როზი ჰანტინგტონ უიტლი".

caudalie

წარმოგიდგინეთ The Dairy-ის რჩეულ პროდუქტს - ყურძნის, ფორთოხლის, ვარდის, პიტნისა და როზმარინის ნატურალური ექსტრაქტების ერთობლიობას ერთ პატარა ბოთლში. თუ მსოფლიოს ამჟამინდელ ეკოლოგიურ პირობებს გავითვალისწინებთ და იმას, თუ როგორ დაჩქარებულ პროცესში გვიწევს ცხოვრება, Caudalie-ის “სილამაზის ელექსირი” სწორედ ის გახლავთ, რაც თითოეული ჩვენთაგანის კანს სჭირდება. დატვირთული სამუშაო რეჟიმის დროს ნებისმიერი ადამიანის კანს სჭირდება სტიმულაცია, რომელსაც ეს ტონიკი უზრუნველყოფს.

Caudalie Beauty Elixir სახეზე არსებულ ფორებს ავიწროვებს, სახის კანს ხდის გლუვს, ანიჭებს ბზინვარებას. პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგროც მაკიაჟის დამცავი საშუალება, იგი ასევე კანის მიკროცირკულაციის სტიმულატორია. ვინაიდან პროდუქტი 100%-ით ნატურალურია, ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, განსაკუთრებით – ცხიმიანს. ამ პროდუქტის განსაკუთრებულობა კი იმაშია, რომ შედეგის მისაღწევად არ არის საჭირო არც რამდენიმე დღე, არც მითუმეტეს ერთი კვირა – მისი მოქმედება მომენტალურად შესამჩნევია.

Caudalie Beauty Elixir-ი საფრანგეთში შეიქმნა, შესაბამისად მისი პოვნა პარიზში არ გაგიჭირდებათ, თუმცა სანამ საფრანგეთში გაფრინდებით, აუცილებლად შეიარეთ PSP-ს სააფთიაქო ქსელის ნებისმიერ ფილიალში. საქართველოს მასშტაბით, სწორედ აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ეს ჯადოსნური პროდუქტი.

ზევით