სილამაზის გარდერობის ტოპ პროდუქტები

The diary-ს beauty რედაქტორები იმ ტოპ პროდუქტების სიას წარმოგიდგენთ, რომელიც აუცილებლად უნდა იკავებდეს საპატიო ადგილს თქვენს სილამაზის გარდერობში.

ტონერი

ტონერი სახის კანის ph ბალანსს აღადგენს, თან დაუყოვნებლივ. მისი უმთავრესი დანიშნულებაც ეს არის, რაც შეიძლება მალე და ღრმად დაატენიანოს სახის კანი. სახის დაბანა, თუნდაც უბრალო წყლით, ძალიან აშრობს კანს. იმისათვის რომ ph ბალანსი სასწრაფოდ აღდგეს, საჭიროა ტონერი, რომელიც წამებში ატენიანებს სახეს.

მიზონი
მიზონის სახის ტონერი ლოკოკინას ექსტრაქტით, PSP

როლერი

როლერი, სახის ნაზი მასაჟის მეშვეობით, ლიმფური სისტემის სტიმულირებას ახდენს. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ათანაბრებს კანის ტონს და ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას, ამცირებს ნაოჭებსა და თვალის მუქ წრეებს, გამოდევნის ტოქსინებს.

face roller
სახის როლერი, Orient.ge

პაჩები

თვალის გარშემო შეშუპებისა და ჩაშავების პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს. მანამ, სანამ მაკიაჟზე გადახვალთ, აუცილებლად გამოიყენეთ თვალის პაჩები, რომელიც თქვენს მზერას გამოაბრწყინებს. 

Mizon
მიზონის თვალის პაჩები, PSP

ქსოვილის ნიღაბი

კანის დატენიანებისა და გამოცოცხლებისთვის განკუთვნილი ნიღბები შესანიშნავი საშუალებაა იდეალური კანისთვის. პროდუქციის გამოყენებიდან ზუსტად 15 წუთში თქვენი სახის კანი ჯანსაღ ელფერს დაიბრუნებს. ეს პროდუქტი ასევე იდეალურია მათთვის, ვისაც თავის მოსავლელად დიდი დრო არ რჩება და სასურველი შედეგის მიღება მოკლე დროში სურს.

კრისტიან ბრეტონის ნაოჭსაწინააღმდეგო ნიღაბი, GPC

ანტიოქსიდანტი

დაბინძურებულ გარემო, პირდაპირ ჩვენს სახის კანზე აისახება. თუ მსოფლიოს ამჟამინდელ ეკოლოგიურ პირობებს გავითვალისწინებთ და იმას, თუ როგორ დაჩქარებულ პროცესში გვიწევს ცხოვრება, ძლიერი ანტიოქსიდანტი ის პროდუქტია, რაც თითოეული ჩვენგანის კანს სჭირდება.

კოდალი
კოდალის სილამაზის ელექსირი, PSP

დამატენიანებელი კრემი

დამატენიანებელი კრემი დეჰიდრატირებულ კანში წარმოქმნის წყლის რეზერვუარს და უზრუნველყოფს კანის დატენიანებას ხანგრძლივი დროის მანძილზე. მისი გამოყენებისას მომენტალურად ხდება კანის ფერის გაუმჯობესება. 

ურიაჟის დამატენიანებელი კრემი, GPC

 

ზევით