სიმონ როშას 10 ოქროს ცხოვრებისეული წესი

გაზიარება:

2010 წელს საკუთარი სახელობის ბრენდის დაარსების შემდეგ, დუბლინში დაბადებულმა და ლონდონში აღზრდილმა ირლანდიელმა დიზაინერმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. სიმონ როშამ ათწლეულის განმავლობაში, მოდის ინდუსტრიაში ერთგული გულშემატკივრების ლეგიონი ჩამოაყალიბა. როშამ მთავარი აღიარება 2016 წელს მოიპოვა, როდესაც BFA-ზე წლის საუკეთესო ქალი დიზაინერის სტატუსის მფლობელი გახდა. ეს გახლავთ წესები, რომლის მიხედვითაც სიმონ როშა ცხოვრობს.

1. ძლიერი შინაგანი სამყაროს ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ოთახში ყველაზე ხმამაღალი უნდა იყო. არსებობს რაღაც ძალიან მომნუსხველი ჩუმ თავდაჯერებულობაში.

2. დრო ყველაზე ძვირფასი რამ არის. პროფესიონალურ და პირად ცხოვრებას შორის მტკიცე ბალანსის პოვნა ურთულესი მისიაა, თუმცა მასზე მუშაობა უდავოდ ღირს.

3. როდესაც საქმე ჩემს ქალიშვილს ეხება, უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყოს, ყველგან სადაც მას იპოვის.

4. გარშემო შთამაგონებელი ადამიანები იყოლიეთ. ჩემი დიზაინერთა გუნდი პირველი დღიდან ჩემ გვერდით არის. ისინი საოცრად ცეცხლოვანი ადამიანები არიან, ჩვენს ყოველ კოლექციას ნათლად ეტყობა, რომ ის მუდმივი დიალოგის ნაწილია.

5. ენდეთ თქვენს ინსტინქტებს. როდესაც თინეიჯერი ვიყავი, ხშირად ვუპირისპირდებოდი მშობლების რჩევებს გავყოლოდი მათ ნაბიჯებს მოდის სამყაროში, მეგონა რომ ეს კლიშე იყო. თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაზე ბუნებრივი რამ იყო მსოფლიოში.

6. ნამდვილი სტილი მარადიულია. ჩემი დიზაინები შექმნილია ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა და ზომისა.

7. იმხიარულეთ! მე ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მიყვარს. თუკი არსებობს რაიმე, რაც მამამ მასწავლა, ეს მისი რჩევა გახლდათ - დავმტკბარიყავი ყოველი წუთით.

8. გამოიწვიეთ საკუთარი თავი. Moncler-თან კოლაბორაცია ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა გახლდათ, რადგან ჩვენ ორივეს განსხვავებული ესთეტიკა გვაქვს, თუმცა ამ თანამშრომლობამ არა ერთი შესაძლებლობა მომცა, რომლისთვისაც მადლიერი ვარ.

9. ისწავლეთ შიშში. ჩემი პირველი სოლო ჩვენება ყველაზე საშიში, მაგრამ იმავდროულად ამაღელვებელი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში. ამაყი ვარ იმით, რომ ფეხზე დადგომა და საკუთარი თავის ჩვენება შევძელი.

10. ოცნებები ხდება და ეს საოცარია!

ზევით