როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
სინდის ცხოვრება დისნეის ზღაპარს ჰგავს. მას ჰყავს 2 ლამაზი, ჭკვიანი და ამავდროულად წარმატებული შვილი. ყოფილ მოდელს გვერდს ასევე წარმატებული მეუღლე უმშვენებს, რომელიც მას პატივს სცემს და უყვარს სიგიჟემდე. თუმცა, ცხოვრება, ილინოისის შტატში დაბადებული გოგონასთვის, მშვენიერი ყოველთვის არ ყოფილა. სინდი 8 წლის იყო როდესაც ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა, პატარა ძმას ლეიკემია დაუდასტურდა და ის მალევე გარდაიცვალა. შვილის გარდაცვალების შემდგომ სინდის დედ-მამას ცხოვრებაში ბზარები გაჩნდა და ოჯახიც დაინგრა. როგორც სინდი აღნიშნავს აქ მისი სამყაროც ჩამოინგრა.
მიუხედავად ოჯახური პრობლემებისა, სინდი ნამდვილი სკაუტი გახლდათ. ის პერსპექტიული მოსწავლე იყო და ოცნებობდა ექიმი, პედაგოგი ან სულაც მეცნიერი გამოსულიყო. წარმოდიგინეთ სინდი კროუფორდი, რომელიც Covid19-ის ვაქცინაზე მუშაობს... თუმცა, სადღაც მაღლა, კოსმოსს იქით, ვიღაცას სინდისთვის უფრო მეტი, უფრო დიდი და ბედნიერი ქონდა გამზადებული. ყველაფერი კი Elit model look-ის კონკურსითა და 17 წლის სინდი კროუფორდის მიერ მეორე ადგილის მოპოვებით დაიწყო. სწორე აქ იწყება სინდის ზღაპრული ცხოვრების გზა, რომელიც სავსე იყო როგორც აღმავლობით, მილიონ დოლარიანი კონტრაქტებითა და ბევრი წარმატებებით, ასევე დაღმავლობებით.
სინდი კროუფორდმა კლაუდია შიფერთან და ნაომი კემპბელთან ერთად სამოდელო ბიზნესის საკულტო ეპოქა შექმნა. ის სუპერმოდელების ოქროს ხანის ერთ-ერთი მთავარ ფიგურად იქცა. კროუფორდმა იმ დროის მოდელებთან ერთად დიდი გარდატეხა მოახდინა სამოდელო სფეროში - მთავარი აქცენტი მოდელზე კეთდებოდა და არა სამოსზე, რომელსაც ისინი პოდიუმზე წარადგენდნენ.
„მე ვხედავ ჩემს თავს, როგორც კომპანიის პრეზიდენტს, რომლის მთავარი პროდუქტი სინდი კროუფორდია”
სინდიმ საკუთარი თავისგან ბრენდი შექმნა. მან მილიონ დოლარიანი კონტრაქტები გააფორმა კოსმეტიკურ ბრენდთან Revlon, ასევე Pepsi-ს და სხვა მსხვილ ბრენდებთან. კროუფორდი ერთ-ერთ მაღალანაზღაურებადიან მოდელების სიაში შედის დღესაც და მისი ქონება 400 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
1991 წელს სინდიმ ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მამაკაცი - რიჩარდ გირი გაიცნო და უზომოდ შეუყვარდა. ვერცხლისფერთმიანი რიჩარდ გირიც რა თქმა უნდა მოიხიბლა იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალით და მიხუედავად იმისა, რომ გირი 18 წლით უფროსი იყო სინდიზე, წყვილი მალევე დაქორწინდა.
1982 წლიდან სინდი კროუფორდის ცხოვრება ზღაპარს გავდა, ვითარდებოდა ისე, როგორც ბევრ გოგოს მხოლოდ სიზმარში წარმოუდგენია. მაგრამ რიჩარდ გირის გამოჩენა სინდის ცხოვრებაში, საერთოდ არ გავდა მსახიობის გმირების გამოჩენას ფილმებში, სადაც ის ყველა გოგოს ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. თითქოს გირი კროუფორდის ზღაპრის დასანგრევად მოვიდა. მოდელის ზღაპრულმა ცხოვრებამ ბზარების გაჩენა დაიწყო. პრესა ჭორებს ჭორებზე ავრცელებდა ვარსკვლავურ წყვილზე, რომლებიც მალევე დადასტურდა და იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი ერთმანეთს 4 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.
1995 წელი სინდის კარიერაში ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა. მოდელმა თავი კინოინდუსტრიაში სცადა. მისი პირველი ფილმი „სამართლიანი თამაში" უილიამ ბოლდუინის მონაწილეობით წარუმატებელი აღმოჩნდა. ამავდროულად სინდის ბიზნესი Fashion Cafe გაკოტრდა. პარალელურად კი Revlon-მა სუპერმოდელს კონტრაქტი შეუწყვიტა.
მოგვიანებით სინდი იხსენებს, რომ რიჩარდ გირისა და მისი ურთიერთობები ძალიან მალე განვითარდა. მათ ვერ მოასწრეს ერთმანეთის გაცნობა და დამეგობრება. ვინაიდან, როდესაც ოჯახს ქმნი ადამიანთან, რომელსაც უკვე კარგად იცნობ, კომპრომისებზე წავსლა უფრო მარტივია. ხოლო როდესაც ქორწინდები და ქორწინებაში იწყებ ადამიანის გაცნობას, გიწევს არა ურთიერთობებზე კონცენტრირება, არამედ საკუთარი თავის საუკეთესო კუთხით წარდგენა და პარტნიორისთვის თავის მოწონება. როგორც ჩანს ეს ან არ მუშაობს ან ძალიან ცუდად მუშაობს.
„ძალიან რთულია შეცვალო ურთიერთობები, როდესაც უკვე ხარ ამ ურთიერთობებში"
თუმცა, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ცხოვრებას უფრო მეტი და კარგი ქონდა სინდისთვის ჩაფიქრებული. რიჩარდ გირთან წარუმატებელი ქორწინების შემდეგ სინდი კროუფორდმა რანდე გერბერი გაიცნო. მათი სიყვარულის ისტორია მეგობრობით დაიწყო და სწორი ეტაპებით განვითარდა. 1998 წელს სამ წლიანი „ურთიერთობების“ შემდეგ წყვილმა ჩუმად, პაპარაცებისგან მალულად იქორწინა.
ყოველთვის ვიცოდი, რომ მინდოდა დედა გავმხდარიყავი”
რანდე გერბერი და სინდი კროუფორდი მალე ვაჟის პრესლისა და გოგონას კაიას მშობლები გახდნენ.
ოჯახის შექმნა უმრავლესობისთვის ცხოვრების წესის შეცვლასა და მსხვერპლის გაღებას ნიშნავს და კროუფორდიც ზუსტად ამ აზრზე იყო. თუმცა სინდიმ შვილებისა და ოჯახის გამო ბევრი რამ შეცვალა, პირველ რიგში კი ცხოვრების წესი. ქორწინების შემდეგ ტოპ-მოდელმა სხვადასხვა კომერციულ შემოთავაზებებზე არაერთხელ თქვა უარი.
სინდი კროუფორდი ცნობილია არამხოლოდ როგორც ეპოქალური მოდელი, არამედ ფიტნესის ქალღმერთი. კროუფორდის ფიტნეს ვიდეოები 90-იანი წლების ყველაზე გაყიდვად ვიდეოებად იქცა. როგორც მოდელი აღნიშნავს, იმ პერიოდში ფიტნეს ზედმეტადაც კი გიჟდებოდა. თუმცა, შვილების გაჩენის შემდეგ კროუფორდმა ფიტნესთან და საკუთარ სხეულთან ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბა. ის აღარ უთმობს ამდენ დროს ფიტნესს და საკუთარი სხეულის მიმღებლობაც მეტად აქვს, თუმცა, როგორც სინდი აღნიშნავს, ცდილობს ჯანსაღად იკვებოს და თავისუფალ დროს ფიტნესითაც დაკავდეს.
ახლა უფრო ბედნიერი ვარ ჩემი სხეულით, ვიდრე მაშინ , როდესაც მოდელი ვიყავი
სინდი კროუფორდმა 2000 წელს სამოდელო კარიერაზე ოფიციალურად თქვა უარი. თუმცა, მას შემდეგ პერიოდულად სხვადასხვა მოდური გამოცემების გარეკანზე ჩნდება და საკუთარი ბიზნესების განვითარებით არის მეტად დაკავებული.
ეპოქალური დაბრუნება ვიხილეთ 2017 წელს, როდესაც 90-იანების ტოპ-მოდელებმა ჯანი ვერსაჩეს პატივსაცემად Versace-ს მოდის სახლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაში მიღეს მონაწილეობა. პოდიუმზე ქალღმერთები სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, კარლა ბრუნი, კლაუდია შიფერი და ჰელენა კრისტენსენი გამოჩნდნენ.
20 თებერვალს სინდი კროუფორდს 55 წელი შეუსრულდა. მოდელი, რომელმაც 90-იან წლებში მთელი ეპოქა შექმნა მარტივად ეგუება იმ ფაქტს, რომ ასაკი ემატება და ეს ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია.