#მოდა

Air of Uncertainty - Situationist-ის ციფრული ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე

გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ, პარიზის მოდის კვირეულის ძირითად განრიგში, ქართველმა დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ Situationist-ის 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ლუქბუქი და ვიდეორგოლი ციფრულ ფორმატში წარადგინა. 

Air of Uncertainty - ამ სახელწოდების ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო პარიზის მოდის კვირეულზე და ვაღიაროთ, რომ სახელწოდებით დაწყებული (გაურკვევლობა ჰაერში), ალეგორიული კადრებით დამთავრებული - ირაკლი რუსაძეს ბევრად მეტის თქმა სურდა მაყურებლისთვის, ვიდრე უბრალოდ ახალი კოლექციის ჩვენებაა.

ირაკლი რუსაძემ ახალი კოლექციის ჩვენებისთვის, ამჯერადაც, გამორჩეული გარეგნობის მოდელები შეარჩია, რომელთა ექსპრესია კამერაში ირაკლის ქმნილებებთან ერთად ყოველთვის იდეალურ სინთეზს ქმნის.

Situationist-ის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი ფერადია და ეს ფერთა პალიტრა, ემოციებთან ერთად ქართული ბრენდის ახალი კოლექციაში ნათლად აირეკლება. პასტელური ვარდისფერისა, იასამნისფერისა და ლურჯის კოლექციაში დომინირებით, ჩვენ ირაკლისთვის დამახასიათებელი კლასიკური სილუეტებიც ვიხილეთ.

 

SITUATIONIST SS 2022 

ზევით