#მოდა

სოფია რიჩი ტანსაცმლის ახალ ბრენდს გამოუშვებს

გაზიარება:

ეს წელი სოფია რიჩისთვის, უდავოდ, წარმატების მომტანი აღმოჩნდა. სოფიას ქორწილი 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ და გრანდიოზულ ცერემონიადაა მიჩნეული, თავად სოფიამ კი „მშვიდი ფუფუნების“ სტილის დამსახურებით,  It girl-ის სტატუსი მოიპოვა და მოდის სამყაროს ნამდვილ შთაგონებად მოევლინა. როგოგრც ჩანს, ინფლუენსერი ტემპის შენელებას სულაც არ გეგმავს და ტანსაცმლის ხაზზე მუშაობს, რომელსაც გაყიდვაში მალევე ჩაუშვებს. 

„ჩვენ ვქმნით ტანსაცმლის ამ ლამაზ ხაზს, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად სამოსში“, - განაცხადა სოფიამ ტანსაცმლის ახალ ბრენდზე საუბრისას, რომელიც დასაწყისისთვის 80-მდე სილუეტს, სხვადასხვა ქსოვილისა და ფერების კომბინაციას გააერთიანებს.

საკუთარი ბრენდის შესახებ დამატებითი დეტალების გაზიარებისას, 24 წლის სოფია რიჩიმ ისიც აღნიშნა, რომ ესთეტიკა სრულად მისეული განწყობისა და მიდგომების გამოძახილი იქნება. „ყოველი სილუეტის შექმნისას ვცდილობდი დავრწმუნებულიყავი, რომ ეს სამოსი განასახიერებდა იმ ესთეტიკას, რომელიც თავად მაცვია და 100%-ით მე ვარ“.

„მე წლების განმავლობაში ვადევნებდი თვალს ნიკოლისა [რიჩის] და House of Harlow-ს თანამშრომლობას და ეს ნამდვილად შთამაგონებელი იყო ჩემთვის. ჩანაწერებს ვაკეთებდი და მართლაც ბევრი რამ ვისწავლე. ჩვენ არ გვჭირდება ვიყოთ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ საკუთარ სახელს იარლიყად მიანიჭებენ ნივთებს, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ჩართული პროცესში და მისგან სიამოვნება მივიღოთ“ - განაცხადა სოფიამ.

სოფიამ აგრეთვე გაგვიზიარა თანადიზაინერის კასის ვინაობა, რომელთან ერთადაც ტანსაცმლის ახალი ბრენდის შექმნის იდეა დაიბადა. რიჩის სახლის უკანა ეზოში, სოფიამ და კასმა შექმნეს ისტორია, რომელიც მთლიანად ეფუძნებოდა მათ შთაგონებას.

შემდგომი დეტალები, ისეთები როგორიცაა: ლუქბუქი, დადასტურებული ბრენდის სახელი და გამოშვების თარიღი, ჯერჯერობით კვლავ საიდუმლოდ ინახება.

ზევით