სოფია რიჩის ზღაპრული ქოწრილი საფრანგეთში და CHANEL-ის სამი საპატარძლო კაბა

სოფია რიჩი და ელიოტ გრენჯი გასულ კვირას საფრანგეთში, Hotel du Cap-Eden-Roc-ში, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში დაქორწინდნენ. 24 წლის მოდელი და დიზაინერი, რომელიც ასევე ლეგენდარული მომღერლის ლაიონელ რიჩის უმცროსი შვილია, ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ზღაპრულად გამოიყურებოდა, სოფიამ არა ერთი არამედ სამი საპატარძლო კაბა მოირგო, სამივე მათგანი Chanel-მა ექსკლუზიურად მისთვის შექმნა.

ქორწილის დღეს, წინ სარეპეტიციო ვახშამი უძღვოდა, რომელიც სოაფიამ და ელიოტმა მათ კერძო საკუთრებაში მყოფ სახლში გამართეს, ამ წვეულებისთვის წყვილმა დრეს კოდიც დააწესა: კოქტეილის ჩაცმულობა, რაღაც სახალისო და ფერადი.   ცხადია, დრეს კოდი პატარძალმაც გაითვალისწინა, პირველი კაბა Chanel-ისგან, სოფიამ სწორედ ამ ღამეს მორიგო, მბზინავი დეტალებით გაფორმებული თეთრი კაბა, დახურული ყელითა და გრძელი ხელებით, სრულად ხელით გახლდათ შექმნილი.

ქორწილის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კაბა უნიკალური საქორწილო სილუეტი გახლდათ ჯვარედინი დეკოლტით, შთაგონებული შანელის 2023 წლის შემოდგომის კოლექციიდან. „მე ყოველთვის მქონდა ხედვა პრინცესას დიდ კაბაზე, გრანდიოზულზე, მაგრამ როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ რაღაც უფრო მარტივი მინდოდა. შესაძლოა „მარტივი“ არ არის სწორი სიტყვა, რადგან ჩემი კაბა ნამდვილად არ არის მარტივი“ - განაცხადა სოფიამ Chanel haute couture სალონში კაბის მორგებისას.

სოფია რიჩის საპატარძლო კაბას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მარტივს, ის ლეგენდარული მოდის სახლის მიერ შექმნილი ერთ-ერთი დიდებული სილუეტია, ბრწყინვალე ნამუშევრით, პატარძლის სურვილების მაქსიმალური რეალიზებითა და კაბაში ჩაქსოვილი ფარული დეტალებით. კაბის შიგნით, სოფიას თხოვნით S&E იყო ლურჯად ამოქარგული, ქორწილის დღისთვის რაღაც ლურჯისთვის, კაბის ცენტრში, ერთმანეთის პირისპირ ამოქარგული გულები კი ქმნიდნენ დახვეწილ და ამავდროულად უაღრესად რომანტიკულ ფარულ მოტივს, ეს სოფიასა და ელიოტის კავშირის განსახიერებაა.

ერთმანეთისთვის მიცემული მარადიული სიყვარული ფიცის და საქორწინო კოცნის შემდეგ კი ახალდაქორწინებულებმა და მათმა სტუმრებმა დღის მთავარ წვეულებაზე გადაინაცვლეს. სწორედ, აქ მოირგო სოფია რიჩიმ დღის მესამე კაბა, რომელიც კლაუდია შიფერის საკულტო კაბით იყო შთაგონებული. კორსეტით, მოკლე ქვედაბოლოთი და ფატით, სოფიამ ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი წუთები გაატარა.

ზევით