#სილამაზე

სოფო შერგელაშვილი: კანის მოვლის ჩემი ფავორიტი პროდუქტები

გაზიარება:

ავტორი: სოფო შერგელაშვილი

 

ყველა სეზონზე კანის მოვლის განსხვავებული რუტინა მაქვს. თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ ყოველ 3 თვეში ერთხელ პროდუქტებს სრულად ვცვლი და ახალს ვყიდულობ.

ჩემს skincare რუტინაში არსეობს შეუცვლელი 3 ძირითადი პროდუქტი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში სიამოვნებით მოვიხმარ, ესენია:

  • დასაბანი გელი
  • დამატენიანებელი
  • მზისგან დამცავი

დასაბან გელს ვამატებ ბალმს, ორფაზიანი წმენდისთვის, რომელსაც ისეთ დღეებში ვიყენებ, როდესაც მაკიაჟს ვხმარობ, რომ სრულიად გავიწმინდო კანი მაკიაჟისა და მთელი დღის განმავლობაში დაგროვებული არასასურველი ცხიმისგან.

ზამთრის სეზონზე, თხელი პროდუქტებიდან უფრო სქელ და მსუყე კონსისტენციის პროდუქტებზე გადავდივარ. მშრალი კანიდან გამომდინარე, ცივ სეზონზე, ჩემი კანი უფრო შრება, ამიტომ ვიყენებ ორფაზიან დატენიანებას: თხელი დამატენიანებელი (რომელიც წინა სეზონებიდან შემომრჩა) + მსუყე დამატენიანებელი /ვაზელინი.

მზისგან დამცავი ყველანაირ ამინდში! წვიმაში! თოვლში! სახლშიც კი! - ჩემთვის ერთ-ერთი ის პროდუქტია, რომელიც ებრძვის კანის ნაადრევ დაბერებას და რაც მთავარი, ამცირებს მელანომის გაჩენის რისკს. როგორც დერმატოლოგები გვეუბნებიან, არცერთ რუტინას აზრი არ აქვს, თუ მზისგან დამცავს არ ვიყენეთ. ზამთარში SPF 30 ან SPF 50-ს ვიყენებ.

რადგანაც ამ სეზონზე ნაკლები მზეა, რუტინაში ვამატებ ექსფოლიანტებს. ჩემი მშრალი კანის ტიპიდან გამომდინარე, რომელიც ასევე სენსიტიურიც არის, ვიყენებ PHA მჟავას - კვირაში 2-ჯერ.

დღეებში, როდესაც არ ვიკეთებ ექსფოლიაციას, აუცილებლად ვიყენებ რეტინოლს, სუფთა, დატენიანებულ კანზე.

დღის განმავლობაში, ასევე კვირაში 2-ჯერ ვიყენებ ც ვიტამინს, კანის ერთ ფერში მოსაყვანად.

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ არ არის აუცილებელი 10 საფეხურიანი რუტინები, არ არის საჭირო ბევრი პროდუქტის შეძენა და დატესტვა. გამოიყენეთ ის, რაც უკვე გაქვთ და კარგი ეფექტი აქვს თქვენს კანზე.

ზევით