სოფო შერგელაშვილის ბლოგი: რატომ უნდა ავირჩიოთ Cruelty Free და ვეგანური პროდუქცია

ავტორი: სოფო შერგელაშვილი

 

Cruelty free ნიშნავს, რომ პროდუქცია და მასში გამოყენებული ინგრედიენტები არ არის დატესტილი/გამოცდილი ცხოველებზე. მაგრამ პროდუქტი მაინც შეიძლება შეიცავდეს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს. ანალოგიურად, ვეგანური ეტიკეტი მხოლოდ გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი არ შეიცავს ცხოველურ კომპონენტებს, მაგრამ შესაძლოა მაინც იყოს გამოცდილი ცხოველებზე.

ვეგანური ნიშნავს, რომ პროდუქტები არ შეიცავს ცხოველურ ინგრედიენტებს ან ცხოველურ ქვეპროდუქტებს. რომელიც მოიცავს კარგად ცნობილ ინგრედიენტებს, როგორიცაა: თაფლი, ფუტკრის ცვილი, ჟელატინი, იოგურტი და სხვა ნაკლებად აშკარა ცხოველური პროდუქტები, როგორიცაა ლანოლინი (მატყლის ცხიმი), სკვალენი (ზვიგენის ღვიძლის ზეთი), კარმინი (ხოჭოები).

ცხოველებზე ტესტირების პრაქტიკა ჯერ კიდევ ბევრგან არის გავრცელებული, მაგრამ ბოლო წლებში ის იკლებს ან სრულიად აკრძალულია ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, 2013 წელს ევროკავშირში მიღებულმა კანონმა აკრძალა ეს პრაქტიკა და უკანონოდ აქცია იქ გაყიდული პროდუქტების ცხოველებზე ტესტირება. ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფმა ბრენდებმა უნდა გაიარონ Cruelty free ტესტი, რათა იქაც გაიყიდოს.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ შოპინგისას, როგორც მომხმარებლებმა, არჩევანი უნდა შევაჩეროთ ისეთ პროდუქციაზე, რომელიც არ ავნებს გარემოს და ცხოველებს.

კარგია, რომ 2022 წელს უფრო მეტი ადამიანი აკვირდება ამ ფაქტორს.

რატომ უნდა ავირჩიოთ Cruelty Free და ვეგანური პროდუქცია:

1) Cruelty free პროდუქცია არის უფრო ჯანსაღი და შეიცავს მნიშვნელოვნად ნაკლებ ქიმიურ ნივთიერებებს. 

2) მსგავს პროდუქციაზე უარის თქმა, გულისხმობს მოთხოვნის შემცირებას. ამით შეგვიძლია გადავარჩინოთ ბევრი ცხოველი. კომპანიები პროდუქციას ტესტავენ არა მხოლოდ თაგვებზე, არამედ კურდღლებზე, კატებზე და ძაღლებზე.

3) ცხოველებზე ტესტირება სრულიად არასაჭიროა. უკვე არსებობს 7000-ზე მეტი უსაფრთხო კოსმეტიკური ინგრედიენტი. კომპანიები ცხოველებზე ტესტირებას უკეთებენ მხოლოდ მაშინ, როცა სურთ თავიანთი პროდუქციისთვის „ახალი“ ან „ინოვაციური“ ინგრედიენტების მოძიება.

4) თქვენ შეგიძლიათ რეალურად დაზოგოთ მეტი ფული, Cruelty free პროდუქტების შეძენისას. Cruelty free ბიუჯეტური ბრენდებია: E.L.F, Pacifica, NYX და მრავალი სხვა.

აგრეთვე გაიცანით ბრენდები, რომლებიც არ ტესტავენ პროდუქციას ცხოველებზე:

  • Paula’s Choice
  • Drunk Elephant
  • OleHenriksen
  • Tarte
  • Tatcha
  • Supergoop!
  • Kohl
  • Dermalogica
  • First Aid Beauty

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ზევით