სპორტსმენები მშვიდობისთვის

ეს არის კამპანია #სპორტიმშვიდობისთვის, რომელშიც ჩართული არიან ჩვენი წარმატებული სპორტსმენები. 6 აპრილი არის საერთაშორისო დღე: სპორტი მშვიდობისთვის და მოვუწოდებ ყველა ადამიანს ვინც სპორტსმენია, ან სპორტის ქომაგია, ჩაერთოს ამ კანპანიაში. გააკეთეთ ქაღალდის თვითმფრინავი, და გაავრცელეთ სამშვიდობო გზავნილები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, გაავრცელეთ, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა მხოლოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქაღალდის თვითმფრინავი, ადრესატებამდე მიიტანს მესიჯს. 

სპორტი ხალხთა შორის ურთიერთობისა და ნდობის აღდენის, შენარჩუნების გარანტია. სპორტი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ რესურსს წარმოადგენს და იგი აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული. 

დღეს, ჩვენი კამპანიის ფარგლებში სპორტსმენები „მშვიდობის ელჩების“ როლს მოირგებენ, ვინაიდან ჩვენ გვჯერა, რომ სპორტს შესწევს ძალა სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს.


 
ზევით