#სილამაზე

სტელა მაკარტნი თავის მოვლის ხაზს STELLA-ს გამოუშვებს

გაზიარება:

სტელა მაკარტნი ნამდვილი მინიმალისტია. მოდის სამყაროში სტელა ცნობილი გახდა როგორც ვეგანური, ეკომეგობრული და მდგრადი მოდის გულშემატკივარი. 14 წლის შემდეგ დიზაინერი სილამაზის სამყაროში ბრუნდება, საკუთარ ეკოლოგიურ ეთოსს მაკარტნი თავის მოვლის ხაზით STELLA-თი წარმოგვიდგენს.

„მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო უკომპრომისო პროდუქტები, რომლებიც უტოლდებიან ისეთ ბრენდებს, რომლებიც არ იღებენ იგივე [მდგრადობის] ზომებს, რაც ჩვენ გვაქვს“ - განაცხადა სტელა მაკარტნიმ.

LVMH-თან პარტნიორობით მაკარტნიმ სამი სადებიუტო პროდუქტი წარადგინა, მათ შორის აღმდგენი გამწმენდი, Alter-Care შრატი და კანის აღმდგენი კრემი. თითოეული პროდუქტი ხელახლა გამოყენებად ბოთლებში გაიყიდება, რომლებიც დამზადებულია გადამუშავებადი მინისგან.

სტელა მაკარტნიმ აგრეთვე მიმართა ოსტატ პარფიუმერს ფრენსის კურკჯიანს, რომლის სახელობის ბრენდი Maison Francis Kurkdjian ინდუსტრიის ფავორიტია, რათა შეექმნა პერსონალური სურნელი ხაზისთვის.

„ჩემი ძირითადი ფასეულობათა სისტემა ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრებისა და მდგრადობის გამოწვევისგან მოდის. ახლა, 14 წლის შემდეგ, ეს სრულიად განსხვავებული გამოცდილება იყო. მე მაქვს მეტი ინგრედიენტები და წყაროები სათამაშოდ და ბევრად მეტი ინფორმაცია“.

ზევით