Stella McCartney: ისტორიის შეცვლის მცდელობა და Chloé-ის საკულტო სილუეტები

Dolce & Gabbana-ს, Versace-სა და Fendi-ს შემდეგ, Y2K-ის არქივებს ინგლისელი დიზაინერი სტელა მაკარტნი უბრუნდება, რომელმაც არა მხოლოდ განაახლა 2000-იანების ისტორია, არამედ მას ახალი ესთეტიკა და ეპიკურობა შესძინა.

„მინდა გადავხედო ჩემს ისტორიას და განვსაზღვრო, საიდან დავიწყე, სად ვარ ახლა და როგორ გამოიყურება შემდეგი სტელა“ - განმარტა მაკარტნიმ ჩვენების შემდეგ. დიზაინერმა არა მხოლოდ ისტორიის გამეორება, არამედ მისი შეცვლაც მოინდომა, სწორედ ამ მიზანს იმეორებდა იაპონელი გრაფიკოსის იოშიტომო ნარას სლოგანი: Change the History, რომელიც ახალი კოლექციის ჩვენების მოსაწვევს ამშვენებდა. ახლა, სტელასთვის ყველაფერი მდგრადი მოდის გადმოსახედიდან იკერება და იჭრება, მაკარტნის მზა ტანსაცმლის ასორტიმენტი შეიქმნა ცნობიერი მასალების 87%-დან, რაც კოლექციას ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას მატებდა.

დიზაინერმა გამოაღვიძა 2000-იანების ტრენდები, მეტიც, სტელა მაკარტნიმ გუშინ პარიზის მოდის კვირეულზე Chloé-ისთვის შექმნილი რამდენიმე ლუქიც გააცოცხლა, თუმცა ეს 2020-იანების უახლესი ტექნოლოგიებით შეძლო. კოლექციაში სამოსი შექმნილი გახლავთ რეგენერაციული ბიომრავალფეროვნების ბამბისგან, ფეხსაცმელი მცენარეული მასალისგან, ჩანთები მიცელიუმის სოკოს ტყავისგან, ქსოვილები კი შექმნილი ცხოველური წებოებისა და გამხსნელების გარეშე.

SPRING 2023 READY-TO-WEAR კოლექციის ჩვენება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გრანდიოზულ ეზოში გაიმართა, რამაც საშუალება მისცა ათასობით გულშემატკივარს, პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალი შოუსთვის. ფერად პოიუმზე მოდელები სხვადასხვა მიმართულებით, გამოდიოდნენ და სტელას ახალ ქმნილებებს წარადგენდნენ.

დენიმი ასიმეტრიამ, ასიმეტია კლასიკურმა სილუეტმა ჩაანაცვლა, მაგრამ ჩვენების ჰაილაითად ბელა ჰადიდის რიგით მეორე ლუქი იქცა - თვალისმომჭრელი, გამჭვირვალე ოქროსფერი ჯაჭვის კომბინეზონი.

ზევით