Studio 54-ის დაუვიწყარი საახალწლო წვეულებები ნიუ-იორკის ფოტო არქივიდან

გაზიარება:

სამყაროში ძალიან ცოტა რამ არსებობს ისეთივე ველური და გიჟური, როგორიც Studio 54-ის საახალწლო წვეულებები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკის ჰედონური სამოთხე 3 წელიწადზე ნაკლები დროით იყო გახსნილი, მან მაინც შეძლო და 70-იანი წლებიდან მოყოლებული, მოდასა და კულტურას შთაგონების ნაპერწკალს ყოველთვის უღვივებდა.

ნიუ-იორკის მკვიდრები, ცნობილი მოდელები, მომღერლები, მსახიობები და დიზაინერებიც კი, Studio 54-ის გიჟური საღამოს განუყოფელი ნაწილი იყო. იმის წარმოდგენა, თუ როგორ აღინიშნებოდა Studio 54-ში ყველაზე დიდი დღესასწაულები, მათ შორის ახალი წელი, მხოლოდ ფოტო არქივებიდან შეგვიძლია.

ლიონელ რიჩი და დაიანა როსი Studio 54-ის საახალწლო წვეულებაზე, 

დიახ, Studio 54-ში ახალ წელს ნამდვილად აღნიშნავდნენ, თუმცა ღამის კლუბში დატრიალებული მოვლენები, შორს იყო დღესასწაულის ტრადიციული აღნიშვნის ჩვეულებებისგან და ამაში ვინტაჟური ფოტოების ხილვისას თავადვე დარწმუნებით. მანამ კი გეტყვით, რომ Studio 54, 1977 წელს, ახალგაზრდა ანტრეპრენერების - სტივ რუბელისა და იან შრაგერის მიერ დაარსდა. რამდენიმე თვეში კლუბმა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია, დაწესებულების ცნობადობა იზრდებოდა. ჭორებისა და მითქმა-მოთქმის ფონზე Studio 54-ის აღსასრულიც მალევე დადგა, როდესაც კლუბში FBI და IRS შეიჭრა და დაარბია იგი. 

Studio 54-ის ღამის კლუბის არსებობის ისტორია, იმ დღიდან სულ რაღაც 2 თვეში, 1980 წლის თებერვალში უკანასკნელი წვეულებით სრულდება. ღამის კლუბში მხოლოდ 2-ჯერ აღინიშნა ახალი წელი, თუმცა მისი მასშტაბებისა და იმ სახელების გათვალისწინებით, რომლებმაც ღამის კლუბს საკულტო დაწესებულების სტატუსი მიანიჭეს, Studio 54-ს არსებობა არც არასდროს შეუწყვეტია. ის მარადიული შთაგონების წყაროდ იქცა იმისა, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ყველაზე დიდებული წვეულებები.

ჯეკ ჰალი, ლიზა მინელი, ენდი უორჰოლი, ჰალსტონი და ბიანკა ჯაგერი STUDIO 54-ში
ახალი წლის ღამე, 1978 წელი
რობინ ვილიამსი და ვალერი ვერლადი სანტა კლაუსთან ერთად
ახალი წლის წვეულება, 1978 წელი
1978 წლის წვეულების კიდევ ერთი კადრი
ენდი უორჰოლი და ბარბარა ალენი STUDIO 54-ის სტუმართა შორის
გრეის ჯონსი STUDIO 54-ში ახალი წლის წინა ღამეს შესრულებისას
STUDIO 54, 1978 წელი
ბიანკა ჯაკერი და ლიზა მინელი STUDIO 54-ის საახალწლო წვეულებაზე
დევიდ ბოუი ახალი წლის წვეულებაზე, 1978 წელი
ზევით