Such a Moët & Chandon girl!

ნუკი ჭაბუკიანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოდური გოგოა. მას ხშირად იხილავთ VOGUE, Wmagazine და სხვა მოდური გამოცემების „ქუჩის სტილის ფოტოებში“. მას დახვეწილი სტილი და მანერები აქვს, ჭკვიანი, ინტელექტუალი, განათლებული და ამავდროულად ძალიან მხიარული და კეთილია. ის პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ბავშვობის ოცნება, მოდის სფეროს წარმომადგენელი ყოფილიყო, მაინც აიხდინა და საფრანგეთისა და იტალიის სასწავლებლებში მოდის მიმართულებით მაგსიტრატურა გაიარა. დღეს ის ბრენდის ANOUKI წარმომადგენელია და ვფიქრობთ, რომ ძალიან „ანუკი“ გოგოა - ჰაეროვანი, ფარფატა და ფემინური.

georgian designers
ამ გადაღებაზე ჩვენი ინტერვიუს გმირს ANOUKI-ს ულამაზესი კაბა ემოსა

ნუკი, მოდას როდის ეზიარეთ?

მოდა ბავშვობიდან ჩემი სამყაროს უდიდესი ნაწილი იყო, რადგან დედაჩემი, ნათია შელეგია პროფესიით მოდელია და აქტიურად მოღვაწეობდა მოდის სფეროში. შესაბამისად, კულისებში გავიზარდე და იმ დროს მოღვაწე, ყველა ქართველი დიზაინერის ხელში გავიარე. თავიდან მოდელობაზე ვოცნებობდი, რადგან დედა ჩემი მთავარი ინსპირაცია და მისაბაძი პიროვნება იყო ყოველთვის, თუმცა ფიზიკურმა მონაცემებმა ხელი არ შემიწყო და მოდელობიდან ჩემმა ოცნებამ დიზაინრობისკენ გადანაცვლა. დიზაინრობის ოცნების ახდენაც რომ ვერ მოვახერხე, რადგან ოჯახის აზრით, ეს პერსპექტიული პროფესია არ იყო, ჟურნალისტიკას მივმართე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაინც შევძელი ოცნება ამეხდინა და ჩემი ცხოვრება მოდასთან დამეკავშირებინა. მაგისტრატურა მოდის მარკეტინგში საფრანგეთსა და იტალიაში გავიარე. მას შემდეგ, და უკვე დაახლოებით 6 წელია, ამ სფეროში ვმოღვაწეობ და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით!

ხშირად მიფიქრია, უნდა დავბრუნებულიყავი თუ არა საფრანგეთიდან, რადგან საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებები მქონდა, თუმცა ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე და მეამაყება, რომ საკუთარ ქვეყანაში ამ ინდუსტრიის განვითარებაში ჩემი წვლილი შემაქვს

ქართველი დიზაინერი
გადაღება სასტუმროში Stamba შედგა, თმის სტილსა და ვარცხნილობაზე კი სალონმა Four Tbilisi  იზრუნა

Materiel, Liya, ახლა Anouki, რომელი მოდის სახლი იქნება მომდევნო?

პარიზში სწავლის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა გამევლო სტაჟირება. შესაბამისად, მოდის ქალაქში დარჩენა კიდევ 4 თვით მომიწია. ჩემი პირველი სტაჟირება ცნობილ ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანია Rémy Cointreau-ში  შედგა. არ მოგატყუებთ და საკმაოდ გამიტაცა ალკოჰოლის ბიზნესში მუშაობამ, თუმცა ამავდროულად პარიზში შოურუმების სეზონი დაიწყო და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩნე, რომ DAVID KOMA შოურუმის ასისტენტს - ეძებდა  RESORT კოლექციის გაყიდვების სეზონისთვის. CV-ის გაგზავნიდან დაახლოებით 2 საათში თანხმობა მომივიდა. მოდის სფეროში ეს ჩემი ყველაზე პირველი და დიდი გამოცდილება იყო, რამაც დამანახა, რომ მოდა არა მხოლოდ ხელოვნება და ესთეტიკაა, არამედ უზარმაზარი ბიზნესია, რამაც საბოლოოდ გაამყარა ჩემი გადაწყვეტილება, რომ მოდა ეს ის სფეროა, სადაც მსურდა მოღვაწეობა.

moet chandon
Moët & Chandon ნუკი ჭაბუკიანის საყვარელი სასმისია, რაზეც ის საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ხშირად წერს

როდესაც დავასრულე სტაჟირება, თბილისსში გამოფრენამდე უბრალოდ ინტერესისთვის jobs.ge-ზე შევედი და ასე მგონია, რომ ეს ბედი იყო, პირველივე ვაკანსია, რასაც წავაწყდი, მოდის სახლისგან Materiel გახლდათ. ბრენდი საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერს ეძებდა. სწორედ ასე მოვხვდი „მატერიელში”და აქ დაიწყო ჩემი კარიერა ქართულ მოდაში.

მოდა არა მხოლოდ ხელოვნება და ესთეტიკა, არამედ ძალიან დიდი ბიზნესია

ნუკი ჭაბუკიანი

MATERIEL არაჩვეულებრივი დიზაინრების, გუნდის უდიდესი შრომისა და დახარჯული რესურსის შედეგია. ნამდვილად საამაყოა, რომ ბრენდი დღეს საერთაშორისო მასშტაბით ცნობადი და გაყიდვადია. MATERIEL-ში ჩემ პირველ და უდიდეს გამოწვევად ბრენდი Dots-ი იქცა, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია, სლოგანით „ჩაიცვი ქართული“. Dots-ის იმის მაგალითია, რომ ქართული პროდუქცია შეიძლება იყოს ტრენდული, მაღალი ხარისხისა და ამავდროულად ხელმისაწვდომ საფასო კატეგორიაში. ასე ვთქვათ, დავანგრიეთ სტერეოტიპი - ქართული და ძვირია, რომ ქართული და უხარისხოა. რაც შეეხება

ამ სფეროში ბევრად მომწონს ფარდის მიღმა ყოფნა

ნუკი ჭაბუკიანი

„მატერიელის“ შემდგომ ჩემი მოღვაწეობა ბრენდში ANOUKI გაგრძელდა.  „ანუკი“ ერთ-ერთი პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც საქართველოს სახელი მსოფლიოს გააცნო და უფრო მეტიც, წარმოდგენილი გახლდათ მილანის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში. დღეს ANOUKI მსოფლიოს 30 მაღაზიაში იყიდება და ვიტყვი რომ ეს რიცხვი კიდევ მზარდია!  გასულ წლებში ორიენტირი აზიის ბაზარი გახლდათ, დღეს კი მეტი ფოკუსირება ევროპაზე მოვახდინეთ და წარმატებით ვიყიდებით ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა Farfetch, Browns Fashion, Luisa Via Roma, Koibird და სხვა მრავალი. ჩვენი სამომავლო გეგმები ძალიან დიდია.  გვაყავს ძალიან ნიჭიერი დიზაინერი და ბრენდის სულის ჩამდგმელი - ანა არეშიძე და არაჩველულებრივი გუნდი, რომლებიც საერთო საქმისა და მიზნების ირგვლვი არიან გაერთიანებული.

ანუკი არეშიძე

საკუთარი ბრენდის შექმნაზე ხომ არ გიფიქრიათ?  

არა, ნამდვილად არ არის ჩემს გეგმებში საკუთარი ბრენდის შექმნა. ამ სფეროში ბევრად მომწონს ფარდის მიღმა ყოფნა.

რომელი მოდური ბრენდი გიყვართ და რატომ?

ამოჩემებული ბრენდები არ მაქვს, თუმცა გამოვყოფ რამდენიმეს, რომელიც ჩემთან ესტეტიკურად ყველაზე ახლოს დგას. პირველი და შეუცვლელი, რა თქმა უნდა Dior-ის ფრანგულ ესტეტიკაა, თუმცა ასევე ძალიან მიყვარს Saint laurent, Celine, Azzedine Alaia. თანამედროვე ბრენდებიდან აღსანიშნავია Self Portrait და Area. ქართული ბრენდებიდან კი, რა თქმა უნდა Anouki.

ქართული თუ უცხოური? მასიური წარმოების ბრენდი ბრენდი თუ ექსკლუზიური?  

თუ ნივთი მომწონს და ჩემი სტილია, ბრენდს, ფასსა და  მის წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა ჩემ ჩაცმულობაში თანაბრად არის დამიქსული ქართულიც და უცხოურიც და მასბრენდიც და ლაქშერიც.

nuki tchabukiani
ბედნიერი გოგოები ყველაზე ლამაზი გოგოები არიან - ნუკი ჭაბუკიანი ANOUK-ის თეთრი ფერის პიჯეკში

რა არის სტილი და რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

სტილი არის ის რაც შიგნიდან მოგყვება, რომელიც ან გაქვს ან არა. ჩემი აზრით ჩაცმა და ტრენდი შეიძლება ისწავლო და აითვისო, მაგრამ სტილი გახლავთ ის, რაც ადამიანს შიგნიდან მოსდის და ამისათვის სულაც არ აის საჭირო ტენდენციების ცოდნა და დევნა.

თეთრი პერანგი, შავი ფერის პიჯაკი და მაღალწელიანი შარვალი, შავი კაბა, ტიულის ქვედაბოლო, წვრილი ტყავის ქამარი და წვრილცხვირიანი კლასიკური ფეხსაცმელი ჩემი გარდერობის შეუცვლელი ნივთებია

რას ურჩევდით გოგოებს?

მათ, ვისაც სურს რომ stylish იყოს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში საკუთარი თავიდან გამომდინარე შეარჩიოს სამოსი, ისეთი რაშიც უპირველეს ყოვლისა, თავს კომფორტულად იგრძნობს, მოეწონება საკუთარი თავი და იგრძნობს ძალაუფლებას. მე ყოველთვის ვიქცევ ყურადრებას იმით რომ მაცვია ის რაც მომწონს და ჩემია და არა ის რაც მოდურია. მოდა და ტენდენცია რა თქმა უნდა ავტომატურად ახდენს გავლენას ჩემზე, თუმცა ეს მხოლოდ მცირე დეტალებში გამოიხატება და არა მთლიანად სტილისა და ესთეტიკის შეცვლაში.

ფოტო: ანა კოსტომაროვა 

სამოსი: Anouki, Aleksandre Akhalkatsishvili

ლოკაცია: Stamba Hotel

თმა და მაკიჯი: Four Tbilisi

ზევით