Summer Essentials: მზისგან დამცავი ხაზის რჩეული პროდუქტები Lierac-სგან

განურჩევლად სეზონის, მოღრუბლული თუ მზიანი ამინდის და ჩვენი განწყობისაც კი, მზისგან დამცავის გამოყენება ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, ამას ჩვენი ქვეყნის თუ მსოფლიოს წამყვანი დერმატოლოგები, ბლოგერები და ბიუთი გურუები აქტიურად შთაგვაგონებენ. კანის კიბოს რისკის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას, The Diary-ს გუნდიც უერთდება და წარმოგიდგენთ კვირის რჩეულ მზისგან დამცავ პროდუქტებს Lierac-ის Sunissime ხაზიდან, რომლებიც არა ერთი ჯადოსნური თვისებით გამოირჩევიან.

ფრანგული ლაბორატორია ლიერაკი 1975 წლიდან ზრუნავს ქალბატონების სილამაზეზე. ყველაზე მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური დერმოკოსმეტიკური ბრენდი რომელიც გარანტირებულ ეფექტურობას, სასიამოვნო ტექსტურას, სურნელსა და სამეცნიერო კვლევების ბოლო მიღწევებს სთავაზობს მის მომხმარებელს.

საქართველოში Lierac-ის ოფიციალური წარმომადგენელი, ჯიპისის სააფთიაქო ქსელია.

მზისგან დამცავი - სახე/დეკოლტისთვის

მზისგან დამცავი ფლუიდი SPF30 ფილტრით, ნაოჭსაწინააღმდეგო ჯადოსნური პროდუქტი გახლავთ, რომელიც ეფექტურად ებრძვის კანის დაბერების პროცესს და იმავდროულად, გამოყენებისთანავე იცავს კანს UVA/UVB მავნე სხივებისგან. რაც მთავარია, ფლუიდი არ ტოვებს კანზე ლაქებს და გამოყენებიდან 14 დღეში ჩვენ ვიღებთ ერთგვაროვან რუჯს, ენერგიით დატვირთულ, გლუვსა და ხავერდოვან კანს.

Lierac Sunssime

მზისგან დამცავი ფლუიდი SPF 30

 

მზისგან დამცავი - ტანი

არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სახისა და დეკოლტის მსგავსად, სხეულიც საჭიროებს დაცვას, მზისგან დამცავი რძე SPF15 ფილტრით, ამ საქმისთვის იდეალური მიგნებაა. Lierac Sunissime-ის ხაზის ეს საოცრად ეფექტური ბალზამი აღმდგენი, დამატენიანებელი და რაც მთავარია - ნაოჭსაწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა.

მზისგან დამცავი რძე SPF 15

 

მზის აბაზანების შემდეგ - სახე/დეკოლტე

ამ ჯადოსნურ პროდუქტს სილამაზის ბაზარზე ანალოგი ძალიან ცოტა თუ მოეპოვება, მისი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მზის აბაზანების მიღების შემდეგ გამოიყენება, დიახ, არ მოგესმათ, ჩვენ მათზეც კი ვზრუნავთ, ვისთვისაც მზის აბაზანების მიღებისგან თავის შეკავება ძალიან რთულია. 

Lierac-ის ეს პროდუქტი, რომელიც სახე/დეკოლტე არესთვის არის განკუთვნილი, აღადგენს ფოტოდაბერების ნიშნებს კანზე, უნარჩუნებს კანს ერთგვაროვან ფერს და ახანგრძლივებს რუჯს, არ იწვევს პიგმენტაციას და რაც მთავარია, საგულდაგულოდ ამშვიდებს კანს მზის აბაზანების მიღების შემდეგ.

დამატენიანებელი, ნაოჭსაწინააღმდეგო ბალზამი

 

მზის აბაზანების მიღების შემდეგ - ტანი

რასაკვირველია, რუჯის მიღების შემდეგ ჩვენი სხეულიც საჭიროებს საფუძვლიან მოვლას, Lierac-ის ეს პროდუქტი მისი წინამორბედის მსგავსად, ამშვიდებს და ატენიანებს კანს მზის აბაზანების მიღების შემდეგ, ის იცავს ჩვენს სხეულს პიგმენტაციისგან და რაც ყველაზე მაცდურად ჟღერს - ახანგრძლივებს ჩვენს რუჯს.

დამატენიანებელი, ნაოჭსაწინააღმდეგო ტანის რძე

 
ზევით