#მოდა

ცხელი ზაფხულის TOP 5 ტრენდი

გაზიარება:

2024 წლის ზაფხული ფემინური კაბების, მოკლე შორტების და მაქსიმალურად საზაფხულო სამოსის დროა. TheDiary-ს რედაქცია ამ ზაფხულის TOP 5 ტრენდს წარმოგიდგენთ, რომლის ანალოგებს ონლაინ თუ ადგილობრივად, მაღაზიებში აუცილებლად იპოვით. 

White ON

სარაფანი, საზაფხულო კაბა, კაბა, ქვედაბოლო, dress, summer dress, shop
Stella McCartney SS24, Chopova Lowena SS24, Ermanno Scervino SS24.

თანახმა ხართ უთხრათ თეთრ ფერს "თანახმა ვარ"? მაშინ თქვენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს - თეთრი ფერის ყველა ვარიაცია ტრენდულია ამ სეზონზე. თეთრი შარვლიდან დაწყებული, მაქმანებიანი კაბით დასრულებული.

Join Polo Club

პოლოს მაისურები ისევ გატრენდდა და დიზაინერები მის სხვადასხვა ფერისა და ზომის ვარიაციებს გვთავაზობენ. წინ დიდი თამაშები გველის - ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, რაგბის ტესტ თამაშები. რაგბის მაისურები, სხვათა შორის Dries Van Noten-ისა და DSquared2-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში მრავლად ვიხილეთ. 

Polo, პოლო, მაისური, shop, online shop, ყიდვა, ველი, veli
Ahluwalia SS24. DSquared2 SS24, Dries Van Noten SS24.

თუკი პოლოს მაისურით საკუთარი გარდერობის განახლებას გეგმავთ, აქტუალობიდან გამომდინარე, გირჩევთ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფან-შოპში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 74) შეიძინოთ იგი ან თუკი რაგბის ფანი ხართ, Veli-დან შეუკვეთოთ რაგბის ეროვნული ნაკრების პოლო-მაისური.

My transparent skirt looks better than your Law on Transparency

კაბა, ქვედაბოლო, ყიდვა, შოპი, ზარა
Michael Kors SS24, Louis Vuitton SS24, Sacai SS24.

ატლასის კაბები კარადაში მომდევნო წლამდე შეინახეთ, ახლა გამჭვირვალე ქვედაკაბა ზაფხულის ყურადღების ცენტრში ექცევა. ნუ შეგეშინდებათ ფეხების სიშიშვლის, თქვენ ყველა სამოსში ლამაზი ხართ!

Feminine lady

საზაფხულო კაბა, სარაფანი, summer dress, shop, online shop. e-commerce, farfetch
Alexander McQueen SS24., Roberto Cavalli SS24, Versace SS24.

Finally, ფემინურობა ისევ მოდაშია! ფერადი და ჰაეროვანი კაბები, ვარდები, სხეულზე გამოყვანილი ქვედა ბოლოები - ზაფხულში შეგიძლიათ მაქსიმალურად ფემინურები იყოთ.

Short Shorts

შორტი, კაბა, მოკლე კაბა, ყიდვა, ფარფეჩი, temu, farfetch, mother teresa
Casablanca SS24, Laquan Smith SS24, Isabel Marant SS24.

და ბოლოს, მოკლე შორტების ნუ შეგეშინდებათ, ზაფხულია და თან ძალიან, ძალიან ცხელა. ძალიან მოკლე შორტები მილანის მოდის კვირეულზე Gucci-ს საბატო დე სარნოს ხელმძღვანელობით შექმნილ კოლექციაში მრავლად ვიხილეთ. მოკლე შორტები ვიხილეთ Chanel-ის, Alexander McQueen-ის, Isabel Marant-ისა და სხვა მოდის ბრენდების ჩვენებებზეც.

ზევით