სუპერმოდელების ეფექტური გამოჩენა და ნამდვილი ზეიმი Balmain-ის ჩვენებაში

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, 29 სექტემბერს, Balmain-ის 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენება გაიმართა, რომელიც საზეიმო მნიშვნელობიდან გამომდინარე იმაზე ეფექტური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა ოლივერ რუსტენმა Balmain-ში გატარებული 10 წლის იუბილე აღნიშნა. 

Balmain-ის ჩვენება ოლივერის ემოციური წერილით გაიხსნა, რომელშიც დიზაინერი აცხადებდა, რომ მისი ახალი კოლექცია "აღდგენასა და განახლებას" ეძღვნება. "ერთი წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს ძლიერი დამწვრობები მივიღე. საავადმყოფოს ოთახი და სახვევები ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა - მე კი ესკიზების შექმნა დავიწყე. შედეგების ნახვისას მივხვდი, რომ ვცდილობდი ფურცლებზე ექიმებთან და ფიზიოთერაპევტებთან ურთიერთობა გადამეტანა და ეს ასეც მოხდა".

გარდა იმისა, რომ ოლივერ რუსტენის საიუბილეო ჩვენება ბიონსეს აუდიო მიმართვით გაიხსნა და ის დიზაინერის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის გამოხატულება გახლდათ, ოლივერმა ჩვენებას ვიზუალური ბრწყინვალებაც შემატა და მისი დამსახურებით, ნაომი კემპბელი, კარლა ბრუნი, მილა იოვოვიჩი და კარენ ელსონი ვიხილეთ პოდიუმზე 5 ათასამდე ადამიანის წინაშე ისევ ვიხილეთ.

მოდური ღონისძიება ნამდვილ ზეიმად Jesse Jo Stark-ის, Doja Cat-სა და ფრანც ფერდინანდის გამოჩენის შემდეგ იქცა. 

ზევით