#სილამაზე

თაკო ნაცვლიშვილის თავის მოვლის ყოველდღიური რუტინა და რჩეული პროდუქტები

გაზიარება:

სილამაზის სამყაროს როლი გოგოების ცხოვრებაში ყოველდღიურად იზრდება, თავის მოვლის რჩეული საშუალებები და ხერხები, რომლებიც ჩვენი სახის კანს იდეალურ ბზინვარებას მიანიჭებს, ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებიან და ჩვენთვის ბევრი რამ აქვთ გასაზიარებელი. 

წარმატებულმა ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშილმა, Instagram გვერდზე გამომწერებს დიდი ხნის სურვილი აუხდინა და საკუთარი თავის მოვლის რუტინა და რჩეული პროდუქტები გაუზიარა. აჩქარებული, შავ-თეთრი ვიდეო თაკოს ყოველდღიურ რუტინას გვაჩვენებს, პოსტის აღწერა კი იმ პროდუქტების ჩამონათვალს და მცირე ხრიკებსაც შეიცავს, რასაც ქართველი მოდელი ყველაზე ხშირად მიმართავს.

თაკო სახის ნაკლოვანებებსა და მოულოდნელ გამონაყარს ყოველდღიურად ებრძვის. ამისთვის, მოდელი რუტინას 2 საშუალებით იწყებს და Kiehl’s და Mario Badescu-ს აკნესკენ მიდრეკილი სახის კანის დასაბანებს მონაცვლეობით იყენებს.

Blue Herbal Blemish Cleanser Treatment

 

ყიდვა

„რჩევა: არასდროს დაატანოთ ძალა პირსახოცს სახის კანის გამშრალებისას, მხოლოდ ნაზი მოძრაობებით შეიმშრალეთ კანი“.

თაკოს თავის მოვლის რუტინაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ღამის შრატები და კონცენტრატები, რომლებიც არაერთი დამამშვიდებელი და აღმდგენი ინგრედიენტით არის სავსე და ღამის განმავლობაში სახის კანის მანათობელ ეფექტზეა პასუხისმგებელი. ქართველი მოდელის თავის მოვლის რიტუალის განუყოფელი ნაწილი გახლავთ სახის დამატენიანებელი საცხი, Caudalie-ს სილამაზის ელექსირი და ტუჩის ბალმი.

Midnight Recovery Concentrate Face Oil

 

ყიდვა

პოსტის დასასრულ, თაკო ერთ მნიშვნელოვან რჩევასაც აძლევს გამომწერებს: „ყველა სახის კანი ინდივიდუალურია, ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ჩემი კანისთვის აღმოვაჩინე. გთხოვთ, მიმართოთ თქვენს დერმატოლოგს/კოსმეტოლოგს მათ გამოყენებამდე“.

Estee Lauder advanced night multi-recovery complex

 

ყიდვა

Refining Lotion

 

ყიდვა

Mario Badescu drying lotion

 

ყიდვა

Beauty Elixir Face Mist

 

ყიდვა

LIP BALM #1

 

ყიდვა

ზევით