როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
ძველ ფილმებში, კაბრიოლეტით მოსეირნე ლამაზმანების უცვლელი აქსესუარი კვლავ აქტუალურია. ვინტაჟური თავსახვევი 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია (სხვათაშორის თავსახვევი დედოფალი ელისაბედ ll-ის ერთ-ერთი საყვარელი აქსესუარია). The Diary მოდური აქსესუარის გამოყენების 5 განსხვავებულ წესს გთავაზობთ.
#1 რეტრო
დიდ დროს არ წაგართმევთ. თმა უკან შეიკარით (ან გაშლილი დაიტოვეთ), თავსახვევი კი სამკუთხედის ზომაზე გადაკეცეთ, თავზე შემოიხვიეთ და ნიკაპის ქვეშ გაკვანძეთ.
#2 მეკობრე
ჯეკ ბეღურას იმიჯი ყველას გემახსოვრებათ. გაშლილ თმაზე თავსახვევი მოიხვიეთ და უკან გაკვანძეთ (თმის დალაგება ალბათ გარკვეულ დროს წაიღებს, მაგრამ შედეგი მოლოდინად ღირს).
#3 ფერმერი
პატარა ზომის თავსახვევი სამკუთხედის ზომაზე გადაკეცეთ, თავზე მოიხვიეთ და თმის ქვეშ, კეფასთან შეკარით. სასურველია წინამო თავსახვევის გარეთ დატოვოთ, რაც თქვენს Look-ს კიდევ უფრო ტრენდულს გახდის.
#4 დედა აფრიკა
თმა კარგად გადაიწიეთ და უკან, კეფასთან შეიკარით (კუდი დაახვიეთ და ბურთად შეკარით). საშუალო ზომის თავსახვევი თავზე გაიკეთეთ, სამკუთხედის ბოლოები კი თმას მოახვიეთ და ისე შეკარით, რომ თმა მთლიანად დაიფაროს.
#5 ბაფთა
მათთვის, ვისაც „სარისკო" გადაწყვეტილებები არ უყვარს (ან უბრალოდ სარკესთან დროის ხარჯვა ეზარება), მარტივი გადაწყვეტილება გვაქვს. თმა შუაში ჰორიზონტალურად გაყავით. ზედა ნაწილი კი სიგრძეზე გადაკეცილი თავსახვევით შეკარით.