#მუსიკა

The Diary x Open Air Pre Party

გაზიარება:

რეგიონში ყველაზე ფერად და გიჟურ მუსიკალურ ფესტივალამდე 2 კვირაზე ნაკლები გვაშორებს. Tbilisi Open Air ივნისის 23-ში აიღებს სტარტს და ტრადიციულად, 3 დღის განმავლობაში საოცრებათა ქვეყანაში დაუვიწყარ მუსიკალურ თავგადასავალს შემოგვთავაზებს. სანამ ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფებით და ერთი სული გვაქვს სცენაზე ჩვენი საყვარელი შემსრულებლების გამოსვლას დავუგდოთ ყური, გვსურს ჩვენი ონლაინ ჟურნალის -The Diary-სა და Tbilisi Open Air-ის მიერ ორგანიზებული პრეწვეულების - Audio Jungle-ს შესახებ გიამბოთ, რომელიც 9 ივნისს, Museum Hotel-ში გაიმართა.

open air

ღონისძიების კონცეფციის ინსპირაცია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური - Coachella-ს მუსიკალური ფესტივალიდან იღებს სათავეს, რომელიც ფესტივალის პარტნიორი კომპანიებისა და ბრენდებისგან პრეწვეულებებით ნამდვილად არის განებივრებული.

open air

Tbilisi Open Air-მა წელს, მსგავსი ტიპის ღონისძიებას პირველად, სწორედ Museum Hotel-ის სივრცეში უმასპინძლა. სპეციალურად ღონისძიებისთვის სიმწვანეში ჩაფლულმა ლოკაციამ, Audio Jungle-ის თემატიკას გაუსვა ხაზი. Istoria-Wine-ის ჭიქა ფერადი კოქტეილის, უგემრიელესი ღვინის, ლუდი "ტაატის", თუ შამპანიურის თანხლებით, საღამოს სტუმრებმა პარასკევი გემოვნებიანი მუსიკისა და სპეციალურად მათთვის შექმნილი საჩუქრების ფონზე გაატარეს.

tbilisi open air

თბილისი იუფენ ეარი

The Diary x Open Air Pre Party-ს სტუმართა შორის იყო, ჩვენი ონლაინ პლატფორმის მაისის გმირი ნიკა ამაშუკელიც, რომელმაც Tbilisi Open Air-ის  საფესტივალო მნიშვნელობაზე და მისთვის გამორჩეულ არტისტზე ისაუბრა: „Tbilisi Open Air წლების განმავლობაში საკულტო ღონისძიებად იქცა ჩვენთვის, სწორედ ამიტომ უაღწესად მნიშვნელოვანია ისეთი პრეწვეულებების ჩატარება, როგორიც დღევანდელი საღამოა, რათა ფესტივალის შესახებ ცნობიერება კიდევ უფრო ამაღლდეს. არტისტების ამორჩევა ძალიან რთულია წლევანდელი ლაინაფიდან, მაგრამ ჩემთვის, პირადად, Moderat მაინც განსაკუთრებულია და თუ რამემ ხელი არ შემიშალა, აუცილებლად წავალ მათ კონცერტზე“.

ნიკა ამაშუკელი

„ფესტივალის პრეწვეულება ნამდვილად კარგი მიგნებაა, რადგან მარტივად შესაძლებელია, რომ მის შესახებ ბევრმა ჯერ კიდევ არ იცოდეს და სწორედ ამ ღონისძიების მეშვეობით აღმოაჩინონ იგი, ეს არის მუხტი, რომელიც ფესტივალამდე წარმოიშვება“ - ლულუ კახიანი.

tbilisi open air

„Pre Party-ს იდეა ნამდვილად განსხვავებული და საინტერესოა, ყველა დიდი ფესტივალი ამ ტიპის წვეულებას ტრადიციისამებრ აწყობს, რათა წინასწარი განწყობა შექმნას, რაც ვფიქრობ, Open Air-სთვისაც იდეალური მიგნებაა“ - თეონა ჩაჩუა.

tbilisi open air

tbilisi open air

The Diary-მ სტუმრებისთვის ბრენდირებული ე.წ. tote bag-ებიც მოამზადა. Gepherrini-ის მიერ შექმნილ ნაჭრის ჩანთებში ფესტივალთან თემატურად დაკავშირებული და ჩვენი პლატფორმის რჩეული "აითემები" მოვახვედრეთ: წამწამების ტუში ფესტივალის დღეებისთვის (AVON), ჩანთაში მარტივად ჩასაგდები თავის მოვლის travel size პროდუქტები (profbeauty.ge), სახის და კანის მოვლის სურნელოვანი "აითემები" (Euphoria) და ა.შ.

tbilisi open air

tbilisi open air

რამდენიმე Lucky one-ს კი დამატებით საჩუქრად GPC-სგან ფრანგული ბრენდის - Attirance-ის თავის მოვლის პროდუქტები, Pupazzo Toys-სგან კი ასევე ფრანგული ბრენდის Globber-ის ორი თვითგორია ერგოთ. პრეწვეულებაზე მოსულ თითოეულ სტუმარს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ჰქონდა ფესტივალისთვის შესაფერისი გლითერებიანი მაკიაჟი Contrst Placee-ს კუთხეში გაეკეთებინა.

tbilisi open air

Tbilisi Open Air 2023 სტარტს 23 ივნისს აიღებს. 3 დღის განმავლობაში, 4 სცენაზე 60-მდე არისტი მოიყრის თავს. წლევანდელი მუსიკალური ფესტივალის ჰედლაინერები კი TOM ODELL, KALEO, MODERAT, IMANY, BEDFORD FALLS, TAMADA, 4D MONSTER LOBSTERS და სხვა არტისტები არიან. დიდ მუსიკალურ თავგადასავლში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ ბილეთები tkt.ge-ზე შეიძინოთ.

ზევით