#სილამაზე

Terenzi Boutique: ნიშ პარფიუმის ექსკლუზიური ბრენდის პირველი მონო ბუტიკი თბილისში

გაზიარება:

ტიციანა ტერენცის მომაჯადოებელი არომატები უნიკალური დიზაინებით, ქართველმა მომხმარებელმა წლების წინ გაიცნო და მაშინვე თავდავიწყებით შეიყვარა, მსოფლიო დონის იტალიური ნიშების მხატვრული პარფიუმერიის სახლი კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და ტერენცების საოჯახო ბიზნესის ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისში პირველი ოფიციალური მონო ბუტიკი წარადგინა, რომლის ოფიციალური პრეზენტაციაც 31 მაისს გაიმართა.

Terenzi Boutique მსოფლიოს მასშტაბით გახსნილი მე-7 ოფიციალური ბუტიკია და ის ტიციანა ტერენცის მემკვიდრეობის იდეალიზებული გამოხატულებაა. Terenzi Boutique-მა Biltmore Tbilisi-ში დაიდო ბინა და მომხმარებელს ყველაზე იშვიათ არომატებს წარუდგენს, რომლის ანალოგიც არ მოიძებნება. ღონისძიების ექსკლუზიურ სტუმრებად პაოლო და ტიციანა ტერენცები, Cereria Terenzi-ს ბრენდების შემქმნელები და საოჯახო ბიზნესის ამჟამინდელი ხელმძღვანელები მოგვევლინნენ, რომლებმაც საქართველოში პირველი მონო ბუტიკი საზეიმოდ გახსნეს.

Terenzi Boutique-ის გრანდიოზულ გახსნასთან დაკავშირებით, პაოლო ტერენციმ პირადი ქართული მოგზაურობა გაიხსენა და თბილისის მონო ბუტიკის მთავარ უპირატესობაზეც გაგვიმახვილა ყურადღება:  „ჩვენ ძალიან გვიყვარს ქართული კულტურა, ქართული ღვინო და სამზარეულო, საქართველო ჩემი ძვირფასი მეგობრის დამსახურებით აღმოვაჩინე. წლების განმავლობაში, თბილისს რამდენჯერმე ვესტუმრე და აქაური ცხოვრების წესით ყოველ ჯერზე მოვიხიბლე. ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ Terenzi Boutique-ს ჰქონდა შესაძლებლობა იდეალურად შერწყმოდა თბილისურ სულს და ქართველ მომხმარებელს, ბედნიერებისგან აღელვებულები ვართ, რადგან ამ მოგზაურობას ვიწყებთ“.

„ბუტიკში წარმოდგენილი პროდუქცია ჩემი და ჩემი დის მიერ შექმნილ 3 ბრენდს: Tiziana Terenzi-ს, V Canto-სა და Giandino Benessere-ს აერთიანებს, რომელთა ყიდვა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შესაძლებელი, თუმცა თბილისის ბუტიკი გაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლოთ პრივილეგიით და აღმოაჩინოთ, მოირგოთ და ექსპერიმენტებიც კი ჩაატაროთ აბსოლუტურად ყველა სუნამოზე ჩვენი ასორტიმენტიდან“ - დასძინა პაოლომ.

ბრენდის ხელოვნებისა და სტილის დირექტორმა ტიციანა ტერენციმ კი იმ ძლიერ კავშირზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქართველ ერთან აკავშირებთ: „წლების წინ აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოსთან მჭიდრო კავშირი გვქონდა, ჩვენ მსგავსი კულტურა, სილამაზის აღქმა და ცხოვრების სიყვარული გვაერთიანებდა. იმ ადამიანების დამსახურებით, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ, შევძელით სუნამოების ტაძარი გაგვეხსნა, რომელიც გააერთიანებდა ჩვენს ბრენდებს, ჩვენივე ცხოვრების ისტორიას. ეს ახდენილ ოცნებას ჰგავს“.

Terenzi Boutique-ის გახსნის ცერემონიას აგრეთვე ესწრებოდნენ ქართველი ცნობილი სახეები, რომლებსაც ბრენდისგან სასიამოვნო გამოცდილებები და საჩუქრები ხვდათ წილად.

სასტუმრო Biltmore Tbilisi-ს ლობში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ნიშ პარფიუმის ექსკლუზიური სახლის სამივე ბრენდის: Tiziana Terenzi-ს, V Canto-სა და Giandino Benessere-ს ნიშური სუნამოები, სანთლები და აქსესუარები. პაოლოსა და ტიციანას დამსახურებით, მონო ბუტიკი სუნამოების მოყვარულებს, დაუვიწყარ მულტისენსორულ გამოცდილებას გთავაზობთ. 

Cereria Terenzi არის ნიშური მხატვრული პარფიუმერიის კომპანია, რომელიც დაფუძნებულია იტალიაში Cattolica-ში სამი ასოცირებული ბრენდით: Tiziana Terenzi, V Canto და Giardino Benessere. 1968 წელს დაარსებული საოჯახო ბიზნესი ახლა მართავს ქარხანას 17000 მ2 და აწარმოებს ექსკლუზიურ სუნამოებს სწრაფად მზარდი გლობალური სამომხმარებლო ბაზრისთვის.

ტერენცების ოჯახის ფესვები უძველესია, ის 1400-იან წლებში დიდგვაროვანი გაბრიელ ტერენცისგან იღებს სათავეს, რომელიც გატაცებული იყო ხელოვნებითა და ალქიმიით. საუკუნეების განმავლობაში, ტერენცების გვარი აერთიანებდა ლიდერებს, მკვლევრებს, მუსიკოსებსა და პოეტებს და, რაღა თქმა უნდა, Cereria Terenzi-ს დამფუძნებელ გულიელმო ტერენცის; რომელმაც სუნამოებისა და ოდეკოლონების სიყვარულით, მიწიდან მოპოვებული ბუნებრივი ესენციების დახმარებით პირველმა შექმნა პირადი კოლექცია, თავისი უსაზღვრო სიყვარული კი შვილს ეველინოს გადასცა. 

ეველინო ტერენცი Cereria Terenzi-ს ისტორიის ნამდვილი გმირია, რომელმაც ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმის კონცეფცია ბევრად ადრე წარადგინა, ვიდრე ტერმინი მდგრადობა გაჩნდებოდა ჩვენს ლექსიკონებში. 

დღეს ეველინოს მემკვიდრეობა გრძელდება მისი შვილების გულებში, გონებასა და საქმეებში. ტიციანა და პაოლო, რომლებიც იზრდებოდნენ ზღვისა და მისი უსაზღვრო შესაძლებლობების სიყვარულით, რომლებიც იზიარებენ ჰორიზონტებსა და ხედვას, ათწლეულებია ერთიანი ძალისხმევით ქმნიან პერსპექტივებს. 

ტიციანა ტერენცი არის ბრენდის ხელოვნებისა და სტილის დირექტორი, ხოლო მისი ძმა პაოლო არის კომპანიის ცხვირი. ისინი ერთად, ბრენდის გადაბარების დღიდან ერთგული რჩებიან იდეისა მსოფლიოს dolce vita-სა და Made in Italy ხარისხის სტანდარტები გააცნონ. ძვირადღირებული სუნამოების ხაზის გარდა, კომპანია აწარმოებს სანთლებისა და სილამაზის სხვა პროდუქტების მრავლისმომცველ კატალოგს.

ზევით