#სილამაზე

თერმული წყალი - ჩვენი საზაფხულო ჩანთის განუყრელი ატრიბუტი

გაზიარება:

თერმული წყალი ეს ერთადერთი ჯადოსნური პროდუქტია, რომლის გამოყენებაც ზაფხულში გვსურს, რა თქმა უნდა მზისგან დამცავის შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა სახლში ვიმყოფებით, ქუჩაში თუ სამსახურში, აუტანელ სიცხესთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება და ამასთანავე საკმაოდ ეფექტური, სწორედ თერმული წყალია.

უკვე წლებია, რაც თერმული წყალი მხოლოდ ველნეს ცენტრებში აღარ გამოიყენება, ამ სასწაულმოქმედმა წყალმა თავისი გზა სილამაზის სამყაროშიც გაიკვლია და ჩვენი ცხოვრების გამარტივება დაისახა მიზნად. გარდა იმისა, რომ თერმული წყალს მომენტალური გაგრილების ეფექტი აქვს, მისი გამოყენება შეიძლება როგორც მაკიაჟზეც და მზისგან დამცავზეც. რაც მთავარია, თერმული წყალი არ აღიზიანებს კანს და მის მომენტალურ დატენიანებას უზრუნველყოფს.

წარმოგიდგენთ, The Diary-ს რჩეულ თერმულ წყალს, რომელთა შეძენა ქართულ ბაზარზე (სააფთიაქო ქსელებში) მარტივად შეგიძლიათ:

Avene - თერმული წყალი

 

Uriage - თერმული წყალი 

 

Vichy - თერმული წყალი

 

La Roche-Posay - თერმული წყალი

 

Jowae - თერმული წყალი 

 
ზევით