#მოდა

თეთრი პერანგი - საბაზისო გარდერობის მთავარი ერთეული

გაზიარება:

როდესაც საქმე საბაზისო გარდერობის მარადიულ ერთეულებს ეხება, პირველი რაც თავში აზრად მოგვდის თეთრი პერანგია, ჩვენი გარდერობის განუყრელი ატრიბუტი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ჩაცმულობას, სტილსა და გემოვნებას იდეალურად მოერგოს. არ აქვს მნიშვნელობა ოფიციალურ შეხვედრაზე მიდიხართ თუ სანაპიროზე მზის ჩასვლით აპირებთ ტკბობას, თეთრი პერანგი იმედს არასოდეს გაგიცრუებთ.

გთავაზობთ 5 გზას თეთრი პერანგის მოსარგებად:

1. CLASSIC

თეთრი პერანგი და კლასიკური სტილი თითქოს ერთი-მეორისთვის არიან შექმნილი, არაფერი გვაგრძნობინებს თავს იმაზე თავდაჯერებულად და მოდურად, ვიდრე მოხდენილი, კომფორტული და მკაცრად კლასიკური თეთრი პერანგი.

2. OFF-DUTY

შესაძლოა ბოლო 2 წლის განმავლობაში სახლსა და თვითიზოლაციაში იმაზე დიდი დრო გავატარეთ, ვიდრე ვისურვებდით და წარმოგვედგინა, თუმცა ამ პერიოდმა მოგვცა იმაზე დაფიქრების საშუალება, თუ როგორ უნდა ავაწყოთ ჩვენი კაფსულა გარდერობი და შევიძინოთ მხოლოდ ის ერთეულები, რომლებიც ყოველდღიურადაც ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც სხვა სიტუაციებში და სწორედ ამ დროს მივადექით თეთრ პერანგს, რომელიც პირად აღმოჩენადაც კი იქცა.

3. COVER-UP

არავის წარმოგვიდგენია ჩვენი საზაფხულო სამოგზაურო ჩანთა ამ ერთეულის გარეშე, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საზღვაო კურორტისკენ გვაქვს გეზი აღებული. თეთრი პერანგი შეგვიძლია პირდაპირ ჩვენს საცურაო კოსტუმზე შემოვიცვათ და ჭილოფის ჩანთასთან და აბრეშუმის თავსაბურავთან ერთად სანაპიროსკენ გავწიოთ.

4.COLOR POP

როდესაც საქმე ფერადი სამოსის მოყვარულებს ეხებათ, მათ ზუსტად იციან, რომ თეთრ ფერზე მეტად არაფერს შეუძლია ნეიტრალური ვიზუალის შექმნა, პერანგზე უკეთ კი არაფერი ხდის ლუქს მოხდენილსა და მოდურს.

5. SHORT AND SWEET

ბოლოს კი წარმოგიდგენთ ჩვენს რჩეულ მეხუთე ლუქს, რომელთანაც თეთრი პერანგი უბრალოდ შეუდარებელია - ეს ჯინსის შორტები გახლავთ. მარტივი, სადა და მინიმალისტური ლუქი საუკეთესო არჩევანია ნებისმიერ სიტუაციაში.

ზევით