THEDIARY-ს პრეზენტაცია - ვინ ვართ ჩვენ?

7 აპრილს, სასტუმროში Hilton Garden Inn Tbilisi-ში, ჩვენი ახალი ქართული ონლაინ პლატფორმის TheDiary-ს პრეზენტაცია გაიმართა. მსოფლიო პანდემიის შემდეგ, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრება თავდაყირა დააყენა, TheDiary-ს საიუბილეო ღონისძიება იმ ნათელ დღეს ჰგავდა, რომელიც ყველაზე ბნელი და გრძელი ღამის შემდეგ დადგა. 

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს სტუმრებს და პარტნიორებს: ავერსი ფარმა - Aversi Pharma-ს, Beauty Success Georgia-ს, Giggles / გიგლსი-სა და Aperol Spritz Georgia-ს. ავერსი TheDiary-ს პრეზენტაციაზე ექსკლუზიური ბრენდ AHAVA-ს სტენდით წარსდგა სტუმრების წინაშე და თითოეული მათგანი ბრენდის პროდუქციით დაასაჩუქრა. სპეციალური საჩუქრები ჰქონდათ მომზადებული Beauty Success Georgia-სა და IZIPIZI-ს ოფიციალურ დისტრიბუტორ Giggles--საც. რაც შეეხება Aperol Spritz Georgia-ს, მან ჩვენი ძვირფასი სტუმრების სასიამოვნო საღამოზე უგემრიელესი კოქტეილებით იზრუნა.

რა უნდა იცოდეთ ჩვენ შესახებ?

TheDiary მკითხველზე ორიენტირებული სივრცეა, რომელიც მოდის, ცხოვრების სტილის, კულტურის, დეკორის, პოლიტიკის, ბიზნესის სამყაროში მკითხველის გზამკვლევი და ამ სამყაროებში მიმდინარე სიახლეების მაცნეა. ახალი ონლაინ პლატფორმა დაახლოებით 1 წლის წინ 4 გოგოს მიერ შეიქმნა, საერთო ძალებითა და ძალისხმევით, ჩვენ მოვახერხეთ გავმხდარიყავით ერთ-ერთი სანდო წყარო მკითხველისთვის.

ვიდეო ბლოგები TheDiary-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ბიუთი ბლოგებისა და მოდის ედითორიალების გარდა ჩვენ დავაანონსეთ ის სამომავლო ხედვები, რომელსაც ჩვენი ონლაინ პლატფორმა მომავალში მოიცავს, ეს არის მოგზაურობა, კულინარია თუ პორტრეტები.

TheDiary-ზე საუბარი შეუძლებელია ჩვენი პლატფორმის ნამდვილი საგანძურის რუბრიკა GOGO!-ს გარეშე. უკვე ერთი წელზე მეტია, ჩვენ უსასყიდლოდ ვუთმობთ სივრცეს ქართველი ქალების მიერ წამოწყებულ სტარტაპებსა და ბიზნესებს, მათ ორიგინალურ იდეებს, TheDiary-ს მიზანი იმთავითვე მათი გაძლიერება და პოპულარიზება გახდათ.

ჩვენი საიუბილეო პრეზენტაციის ფარგლებში, ასევე მოხდება ნინო ქათამაძის ფონდის პრეზენტაცია, რომელიც უკრაინელი დევნილების მხარდასაჭერად შეიქმნა და ემსახურება უკრაინელი ხალხის საქართველოში ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობასა და მათ დასაქმებას.

დღეს, როდესაც როდესაც უკრაინა თავისუფლებისთვის იბრძვის, მედიასა და მედიის წარმომადგენლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, არამხოლოდ სწორად გააშუქონ მოვლენები, არამედ აქტიურად ჩაერთონ სოციალურ პროექტებში და დაეხმარონ პირველ რიგში იძულებით გადაადგილებულებს, რომლებისთვისაც ახლა ნებისმიერი ფორმის დახმარება უმნიშვნელოვანესია.

TheDiary პირველივე დღიდან აქტიურად აშუქებდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ხოლო დღეს საკუთარ პლატფორმას უთმობს უკრაინელ ხალხს. პროექტი GOGO! იმ უკრაინელ გოგოებსა და ქალებს დაეთმო, ვინც ომს გამოექცა და თავი საქართველოს შეაფარა. სამწუხაროდ, როგორც ყველა საომარი მოქმედების დროს, ახლაც, უკრაინაში ყველაზე მეტად ქალები და ბავშვები ზიანდებიან. ჩვენს პრეზენტაციას, GOGO!-ს რუბრიკის გმირი უკრაინელი გოგოებიც დაესწრნენ.

ზევით