#სილამაზე

THE FACE SHOP - კორეული პროდუქცია სეზონის ჰიტია

გაზიარება:

უკვე დიდი ხანია საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კორეული პროდუქცია სილამაზის მსოფლიო ბაზარზე მოწინავე პოზიციებს იკავებს. ისიც გეცოდინებათ, რომ GPC-ის ქსელში სიახლეა და სააფთიაქო სივრცეს კორეული კუთხეც დაემატა.

the face shop, poster

კორეული კუთხე წამყვანი კორეული ბრენდის - THE FACE SHOP-ის პროდუქციას და მის რამდენიმე მიმართულებას, სხვადასხვა კანის ტიპისა თუ საჭიროების მქონე მომხმარებლისთვის წარმოგვიდგენს. THE FACE SHOP-ის ინსპირაცია ბუნებაა, რომელიც, თავის მხრივ, უხვი, შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია. პროდუქცია 600-მდე ბუნებრივი ინგრედიენტისგანაა შექმნილი, რაც ხელს უწყობს კანის ეფექტურად დატენიანებას, აღდგენასა და გაჯანსაღებას. ბრენდს სჯერა, რომ ბუნება თითოეული ადამიანისთვის ქმნის საკუთარ, განსაკუთრებულ ამბავს. THE FACE SHOP კანის მოვლის პროდუქტებში გაცოცხლებული ინგრედიენტების მეშვეობით მოგვითხრობს ამბავს ბუნების შესახებ.

სანამ GPC-ის კორეულ კუთხეში თქვენს რჩეულ პროდუქციას აღმოაჩენთ, The Diary ჩვენს რჩეულ რუტინას გთავაზობთ, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში თქვენი კანის გამოცოცხლებაზე იზრუნებს:

საფეხური #1

დამზადებულია ალოესა და მწვანე ჩაის სუფთა ექსტრაქტით. პროდუქტი ღრმად ასუფთავებს სახეს, ამცირებს ფორებს, სახეს ბზინვარებას მატებს, ატენიანებს და ამშვიდებს კანს წმენდის საფეხურის შემდეგაც კი. აიღეთ პროდუქტის შესაბამისი ოდენობა, ნაზად შეიზილეთ მთელ სახეზე, შემდეგ კი დაიბანეთ სახე თბილი წყლით.

ალოეს ჩაის ექსტრაქტი the face shop

HERB DAY 365 MASTER BLENDING FOAMING CLEANSER

Aloe & Green Tea

 

საფეხური #2

ჩიას თესლის ტონერი ვიტამინ B12-ს შეიცავს, რომელიც სახის კანის დატენიანებასა და გამოცოცხლებაზე ზრუნავს. ტონერი ანადგურებს დაღლილ, გამომშრალ კანს. პროდუქტი არ შეიცავს პარაბენს, ფენოქსიეთანოლს, საღებავებს, ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს, მინერალურ ზეთს, BHT და ბენზოფენონ -3-ს. შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის. ჩიას თესლის ტონერი აბალანსებს კანის PH დონეს, აძლიერებს კანის დატენიანების პროცესს, ამცირებს ფორებს, ქმნის დამცავ ფენას და კანს შემდეგი ნაბიჯებისთვის ამზადებს.

chia seed

CHIA SEED HYDRO TONER

 

 

საფეხური #3

ანტიოქსიდანტური შრატი მწვანე ბუნებრივი თესლის ფორმულითაა შექმნილი, რომელიც მშრალ, გაღიზიანებულ და მგრძნობიარე კანს ჯანმრთელ ელვარებას სძენს. ეს გამამკვრივებელი შრატი შეუფერხებლად უზრუნველყოფს კანის ელასტიკურობას და აქერცლილ, მგრძნობიარე კანს ჯანმრთელ ბზინვარებას ანიჭებს.

green natural seed, the face shop

GREEN NATURAL SEED ANTIOXIDANT SERUM

 

საფეხური #4

მანგოს თესლის დამატენიანებელი კარაქი ღრმად დამატენიანებელი პროდუქტია, რომელიც მანგოს თესლის კარაქითა და შიის კარაქისგან მიღებული კერამიდით არის დამზადებული. კარაქი გამომშრალ კანში ღრმად აღწევს და მგრძნობიარე კომფორტს უზრუნველყოფს. პროდუქტი ფორმულირებულია 100% ბუნებრივი მანგოს თესლით. კარაქი არ შეიცავს კანისათვის საზიანო დანამატებს. მანგოს თესლის კარაქი სახეზე დამცავ ბარიერს ქმნის და კანს ტენიანობას უნარჩუნებს.

the face shop, mango seed

MANGO SEED MOISTURIZING BUTTER

 

საფეხური #5

გულყვითელას ექსტრაქტზე დამზადებული თვალის დამატენიანებელი კრემი ატენიანებს და ამშვიდებს კანს თვალების ირგვლივ. კრემში შემავალი მცენარეების ერთობლიობა კანის გაჯანსაღებას უწყობს ხელს, მაგალითად გვირილა და შროშანი, ხელს უწყობს თვალის გარშემო კანის მოდუნებას. გულყვითელას ექსტრაქტი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. გულყვითელა აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციას, აჩქარებს უჯრედების განახლების პროცესებს, ხელს უწყობს კანის გაძლიერებას და ანიჭებს მას სიგლუვის ეფექტს.

calendula seed, the face shop

CALENDULA ESSENTIAL MOISTURE EYE CREAM

 

საფეხური #6

და ბოლოს, ზაფხულის იდეალური თანამგზავრი - სახის მისტი ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტით, რომელიც ზედმიწევნით ატენიანებს, ამშვიდებს კანს და აღადგენს დაუბალანსებელ PH დონეს. პროდუქტი შეიცავს 90% ალოეს ექსტრაქტს, გამოირჩევა სასიამოვნო არომატით და იდეალურია რუჯის შემდგომ კანის დატენიანებისა და დამშვიდებისთვის.

the face shop, aloe vera

THE FACE SHOP ALOE WATER FRESH SOOTHING MIST

 
ზევით