#მოდა

The Gabbi Bag - მოდის ინფლუენსერების ახალი გატაცება

გაზიარება:

მოდის სამყაროში ტრენდული ჩანთები მარტივად არ ჩნდება, მას ჯერ ცნობილი დიზაინერები წარგვიდგენენ მაღალი მოდის სახლებიდან, შემდეგ მოდის ინფლუენსერები მოირგებენ წარმატებით და ბოლოს ჩნდება ყველაზე ტრენდული ჩანთის რეპლიკები, რომლებიც ბიუჯეტურ მაღაზიებშიც ხელმისაწვდომია. თუმცა The Gabbi Bag-ის შემთხვევაში ასე არ მომხდარა, JW Pei-ს ვეგანურმა ტყავის ჩანთებმა ყველას გული ერთიანად მოიგეს და ვაღიაროთ, რომ მათ Instagram-ზე ყოველი IT გოგოს ხელებში ვხედავდით.

The Gabbi-ს სილუეტი მარტივია,ხელჩანთას მხოლოდ ერთი სახელური აქვს და კრუასანის ფორმით გამოირჩევა, ალბათ სწორედ ამ ფორმის დამსახურებით ეწოდა მას კრუასანის ჩანთა.The Gabbi-ს ჩანთა ზაფხულის სეზონის განმავლობაში ჰეილი ბიბერის, ჯიჯი ჰადიდის, ირინა შეიკის და არაერთი მოდური გოგოს საყვარელ აქსესუარად ითვლებოდა.

The Gabbi-ს ჩანთები იდეალური შენაძენი იქნება როგორც გვიან ზაფხულისთვის, ასევე შემოდგომისთვის, რადგან მისი მორგება ყველაფერთან შეიძლება.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by 𝚉𝚎𝚎 (@veron.zee)

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Diane (@diane.hoza)

ზევით