THE MISTLETOE KISS - რატომ ვკოცნით ერთმანეთს ფითრის ტოტის ქვეშ

mistletoe cover

ფითრის ტოტის ქვეშ ვნებიანი კოცნა არა ერთ ფილმში გექნებათ ნანახი. Kiss under the mistletoe  ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საშობაო ტრადიციაა, რომლის თანახმადაც წყვილმა, რომელიც ფითრის ტოტის საშობაო დეკორაციის ქვეშ მოხვდება, ერთმანეთს აუცილებლად უნდა აკოცოს. ფითრის სამკურნალო დანიშნულების და რომანტიკული სიმბოლიკის ისტორია უძველესი დროიდან მოდის.

mistletoe greeks

ბერძნები თვლიდნენ, რომ ფითრის ნაყოფი მენსტრუალურ ტკივილს შველოდა, რომაელები კი მას ბალზამის სახით ეპილეფსიის სამკურნალოდ იყენებდნენ. ფითრის რომანტიზირება კი დრუიდების ეპოქაში დაიწყო, რომლებიც თვლიდნენ, რომ მცენარის ნაყოფი უშვილობისგან კურნავდა. იმის გამო, რომ ფითრი ყინვაშიც ხარობდა, დრუიდები მის ბუჩქებთან, როგორც სიცოცხლის სიმბოლოსთან მიდიოდნენ და ნაყოფიერების აღდგენის მიზნით იყენებდნენ.

mistletoe 18

ფითრის რომანტიზირება შუა საუკუნეებშიც გაგრძელდა, მე-18 საუკუნეში კი საშობაო ტრადიციად დამკვიდრდა. როგორ გადაიქცა უშვილობის მკურნალი მცენარე სადღესასწაულო დეკორაციად, არ ვიცით, მაგრამ ცნობილია, რომ mistletoe kiss პირველად ინგლისში, მუშათა კლასში დაფიქსირდა.

მამაკაცს ფითრის ქვეშ მდგომი ქალისგან “კოცნის მოპარვა” შეეძლო, მისთვის უარის თქმა კი ცუდ ნიშნად ითვლებოდა

მომავალში ტრადიციამ მაღალ ფენებშიც გადაინაცვლა და სახეც იცვალა. კოცნასთან ერთად, ფითრის ტოტიდან 1 ცალი მარცვალი უნდა მოეწყვიტათ, ხოლო როდესაც ტოტზე მარცვლები აღარ დარჩებოდა, მის ქვეშ კოცნაც აღარ იყო აუცილებელი.

mistletoe sandra bullock

ჩვენამდე ფითრის კოცნის კულტურა Hollywood-ური ფილმებით, თუ სიმღერებით მოვიდა. ჰარი პოტერის პირველი კოცნაც კი ფითრის ტოტის ქვეშ შედგა! დიახ, ჰარის, რომელსაც ამისთვის ჰოგვარდსში გატარებული 5 წელი, უამრავი სიცოცხლის გადარჩენა და ქვიდიჩის არა ერთი თმაშის მოგება დასჭირდა! ან “სანამ შენ გეძინა” გაიხსენეთ, სადაც სანდრა ბულოკის გმირი მისი ყალბი საქმროს ძმას მხურვალედ კოცნის.

mistletoe justin

ჯასტინ ბიბერის სიმღერა Mistletoe კი 2011 წლის ალბომის წამყვანი სინგლი გახდა. ამ პერიოდში მუსიკალური სენსაცია სელენა გომესს ხვდებოდა. ამბობენ, რომ ბიბერმა სიმღერა სწორედ მაშინდელ შეყვარებულს მიუძღვნა.

ზევით