#მოდა

THEDIARY x MAO.GE: QUIET LUXURY Vol2 - გრძელი შავი პალტო

გაზიარება:

წარმოგიდგენთ TheDiary-სა და MAO.GE-ის ახალ რუბრიკას, რომელიც მოდის სამყაროში მიმდინარე აქტუალური ტრენდების, ყველასათვის სასურველი აქსესუარებისა და ტენდენციების შესახებ გიამბობთ...

დღეს, ხუთშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ THEDIARY x MAO.GE კოლაბორაცია ერთგულ მკითხველს უბრუნდება. გასულ კვირას, ჩვენი რუბრიკის ფარგლებში Quiet luxury-ის, ე.წ. „მშვიდი ფუფუნების“ შესახებ ვისაუბრეთ, ამ მარადიული მოდური კლასიკის ძირითად მიმართულებაზე გავამახვილეთ ყურადღება და მისი ტრენდად დამკვიდრების მომენტსაც შევეხეთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mao.ge (@mao.ge)

როგორ განვსაზღვროთ „მშვიდი ფუფუნება“? - ჩვენთვის ეს არის ათწლეულებზე გათვლილი ესთეტიკა, თავისუფალი ლოგოებისან, მომენტის ტრენდებისგან და იმ ნივთებისგან, რომლებიც ადვილად განისაზღვრება იმ ეპოქით, რომელშიც ის შეიქმნა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, Quiet luxury-ის ერთ-ერთი Must Have პროდუქტი, რომელშიც ფინანსური ინვესტირება ღირს, კლასიკური ლოფერია. დღეს, „მშვიდი ფუფუნების“ კაფსულა გარდერობის კიდევ ერთი ნივთი - გრძელი შავი პალტო უნდა მიმოვიხილოთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mao.ge (@mao.ge)

გრძელ შავ პალტოს თითქმის ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება ქალის გარდერობში, როგორც „პატარა შავ კაბას“. სილუეტის სწორად შერჩევის შემთხვევაში, შავი მოსაცმელი უხდება ყველას და თითქმის ყველაფერს. კლასიკური, სტრუქტურირებული გრძელი პალტო საოცრად პრაქტიკულია შემოდგომა/ზამთრის სეზონებზე, როგორც საოფისე და ყოველდღიური სტილის, აგრეთვე მნიშვნელოვანი შეხვედრების დროს.

2023 წლის ერთ-ერთ მთავარ ტრენდად სწორედ შავი პალტო მოგვევლინა. თუმცა, ეს სიახლე არაა, გრძელი შავი პალტო, წლებია, რაც ჩვენი გარდერობის მთავარ ატრიბუტად ითვლება. სხვადასხვა ფორმისა თუ ქსოვილისგან შექმნილი პალტო, საშუალებას გვაძლევს ეს ტრენდი ყველამ ჩვენებურად მოვირგოთ და glamour chic-თან ერთად, ჩვენი შინაგანი სამყაროც წარმოვაჩინოთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mao.ge (@mao.ge)

2023 წელს, თითქმის ყველა დიდმა მოდის სახლმა, შავ პალტოზე საკუთარი ხედვა წარმოგვიდგინა. Dolce & Gabbana-მ და Stella McCartney-მ უპირატესობა უფრო ფემინურ hourglass ფორმებს მიანიჭეს, როდესაც Alaïa-მ, Khaite-მ და Balenciaga-მ oversize fit პალტოები შემოგვთავაზეს გიგანტური მხრებით. უკვე წლებია, რაც The Row მუდმივად კლასიკურ გრძელ პალტოს გვთავაზობს, არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი, მათ დიზაინებს ხშირად შევხვდებით სხვადასხვა ცნობილი ადამიანის გარდერობში.

 

GET THE LOOK:

DELPHINA LONG COAT - BLACK

ყიდვა

SAINT LAURENT - DOUBLE BREASTED WOOL COAT

ყიდვა

THE ROW - DHANI WOOL COAT

ყიდვა

SANDRO - LONG COAT

ყიდვა

TOTEME - WOOL BLEND COAT IN BLACK

ყიდვა

ზევით