#მოდა

THEDIARY X MAO.GE: WINTER 2024 HOLIDAY FASHION

გაზიარება:

წარმოგიდგენთ TheDiary-სა და MAO.GE-ის ახალ რუბრიკას, რომელიც მოდის სამყაროში მიმდინარე აქტუალური ტრენდების, ყველასათვის სასურველი აქსესუარებისა და ტენდენციების შესახებ გიამბობთ...

მოდურ კალენდარში ჩვენი საყვარელი პერიოდი დგება და დროა winter getaway-სთვის შესაფერისი ლუქები მოვინიშნოთ. დღეს, TheDiary x Mao.ge კოლაბორაციის ფარგლებში, აქცენტს სწორედ ზამთრის არდადეგების სტილზე და მის ყველაზე აქტუალურ ტრენდებზე გავაკეთებთ. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mao.ge (@mao.ge)

მოდით ვაღიაროთ, ზამთრის შვებულებისას, სამთო-სათხილამურო მიმართულებისთვის მზადების ყველაზე მხიარული ნაწილი სთაილინგია. მანამ, სანამ დათოვლილი მთების პეიზაჟებით დავტკბებით, ან სულაც საყვარელი ექსტრემალური სპორტი ადრენალინის მოზღვავებას კიდევ ერთხელ განგვაცდევინებს, ჩვენი სამოგზაურო ჩანთა ერთდროულად მოდური და პრაქტიკული Ski Essentials-ებით უნდა გავავსოთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mao.ge (@mao.ge)

პირველ ყოვლისა, გასათვალისწინებელია ზამთრის მუდმივად ცვალებადი ამინდები. სათხილამურო კურორტებზე მზად უნდა ვიყოთ როგორც თოვლიანი და ქარიანი, აგრეთვე მზიანი დღეებისთვისაც, ამ შემთხვევაში კი ლეიერებად ჩაცმა ყველაზე გონივრული გამოსავალია. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mao.ge (@mao.ge)

მაღალყელიანი როლინგები და თბილი სვიტერები ის Must Have ნივთებია, რომელიც სამოგზაურო ჩანთაში უპირობოდ დაიკავებენ ადგილს. მათ მოჰყვება ყველაზე კომფორტული სათხილამურო კომბინეზონები, რომლებიც პრაქტიკულობასთან ერთად მოდურ იერსაც გვძენს. და ვის წარმოუდგენია Après-ski ესთეტიკური ფეხსაცმლის გარეშე?  - ჩვენ ნამდვილად არა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mao.ge (@mao.ge)

WINTER HOLIDAY LOOKS-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი თბილი ქურთუკებია, რომელშიც 2024 წლის ზამთრის სეზონის ყველაზე აქტუალური ტრენდები გამოივეთა. ხელოვნური ბეწვის მოსაცმელები ზამთრის უდავო ფავორიტია. ისეთმა, ბრენდებმა, როგორებიცაა: Stella McCartney, MSGM, Gucci და Loewe, ზამთრის დადგომამდე რამდენიმე თვით ადრე შეგვამზადეს ფუმფულა მოდური რევოლუციისთვის, ინსტაგრამის IT გოგოებმა კი მის გარდაუვალობაში დაგვარწმუნეს. ხელოვნური ბეწვის ქურთუკები პოპულარობას როგორც სათხილამურო, ისე ზამთრის ყოველდღიურ სტილში ინარჩუნებეს, სწორედ ამიტომაც მათში თანხის ინვესტირება საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილებაა.

GET THE LOOK:

THE ATTICO - Faux fur cropped coat

ყიდვა

GOLDBERGH - Parry ski suit

ყიდვა

MONCLER GRENOBLE - Wool-blend top

ყიდვა

PERFECT MOMENT - Diamond wool turtleneck sweater

ყიდვა

BOGNER - Janita wool-blend sweater

ყიდვა

BOGNER - Gritt suede-trimmed shearling coat

ყიდვა

MOON BOOT - Classic Plus snow boots

ყიდვა

ზევით