#სილამაზე

Tiktok დრამა, რომელმაც სილამაზის ინფლუენსერების სანდოობის საკითხი წამოჭრა

გაზიარება:

სილამაზის სამყაროს გავლენის მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა, თუ რამდენიმე წლის წინ არსებობდა ჯანსაღი გარემო, სადაც კონტენტ კრეატორები მაკიაჟის გაკვეთილების, მიმოხილვებისა და რეკომენდაციების ვიდეოებს აზიარებდნენ, ახლა ეს გარემო საოცრად დრამატულია, დრამა სილამაზის სამყაროში არასდროს სრულდება.

@mikaylanogueira THESE ARE THE LASHES OF MY DREAMS!! @lorealparisusa never lets me down 😭 #TelescopicLift #LorealParisPartner #LorealParis @zoehonsinger ♬ original sound - Mikayla Nogueira

ახლა Tiktok-ის სილამაზის საზოგადოებაში ახალი ტალღა ტრიალებს და ამჯერად საქმე ახალი წამწამების ტუშის რეკლამასთან გვაქვს. გასულ კვირას, Tiktok-ის ვარსკვლავმა და სილამაზის გურუმ მიკაელა ნოგუეირამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა 45 წამიანი ვიდეო, რომელიც L'Oreal-ის ახალი პროდუქტის Telescopic Lift Mascara-ს მიმოხილვას წარმოადგენდა. სხვა კრეატორის ვიდეოს განხილვის შემდეგ, მიკაელამ საკუთარ თავზე გამოსცადა ტუში და გამომწერებს საკუთარი აზრიც გაუზიარა. გაურკვეველია, იყო თუ არა ეს ფასიანი პოსტი, მაგრამ ვიდეოს აღწერილობა შეიცავდა ჰეშთეგს #lorealparispartner.

ერთი შეხედვით მარტივი, ვიდეოს მიღმა მიკაელას გამომწერებმა და სილამაზის სამყაროს წარმომადგენლებმა, ტიკტოკერს ბრალი შედეგების გაყალბებაში დასდეს, რადგან მათი აზრით ვიდეოს დასასრულს მიკაელას თვალებზე ხელოვნური წამწამები ჰქონდა დამატებული და პროდუქტის ეფექტის გაუმჯობესებას სწორედ ამ გზით ცდილობდა.

მიკაელა ნოგუეირას გამომწერებს და სხვა ბიუთი ინფლუენსერებს, ვიდეოს კომენტარებში აღშფოთება არ დაუმალავთ ამ ფაქტზე, მეტიც, კრიტიკა და მიკაელას Tiktok ვიდეოს გარჩევა, პლატფორმაზე და მის გარეთაც, დღემდე არ წყდება.

@alissa.ashley no hate its just super disappointing because as ‘influencers’ people are putting their trust in us and this isnt cool #mikaylanogueira ♬ Chill Vibes - Tollan Kim

ვიდეოებმა ჰეშთეგით #MikaylanogueirAdrama, 10.5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, ჯერჯერობით კრიტიკას თავად ვიდეოს ავტორი მიკაელა არ გამოხმაურებია, კომენტარი არ გაუკეთებია არც L'Oreal-ის წარმომადგენლობას.

ხელოვნური წამწამების გამოყენებისა და ვიდეოს შედეგების გაყალბების გარშემო ატეხილი დრამა შესაძლოა სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ეს ერთ ფაქტზეც მიუთითებს, ინფლუენსერებს, იქნებიან ეს სილამაზის თუ მოდის სფეროს წარმომადგენლები, მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავიანთი აუდიტორიის წინაშე. ბუნებრივია ეს აჩენს მაღალ მოლოდინს მათივე გამომწერების მხრიდან და როდესაც ეს მოლოდინი არ მართლდება, საქმე შესაძლოა ისეთ დრამაში გადაიზარდოს, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს.

ზევით