ტკბილეული ლაპლანდიიდან

საახალწლო ორცხობილები

საახალწლო მაგიდას განსაკუთრებით მოუხდება თეთრი შოკოლადით გაფორმებული ორცხობილები, რომლის რეცეპტიც არც ისე რთულია. გაახალისეთ თქვენი საახალწლო მენიუ, განსხვავებული, სახლში მომზადებულები ორცხობილებით.

რეცეპტი (18 ცალი)

მომზადებისათვის საჭირო დრო: 35 წუთი

გამოცხობისათვის საჭირო დრო: 10-12 წუთი

 

ინგრედიენტები ორცხობილისთვის:

350 გრ ფქვილი საფუარით

1 ს/კ სოდა

200 გრ შაქრის ფხვნილი

1 ც ფორთოხლის გახეხილი კანი

2 ს/კ დაფქული დარიჩინი

175 გრ კარაქი

3 ს/კ შაქრის სიროფი

100 გრ შოკოლადის პუდინგი

 

ინგრედიენტები გაფორმებისთვის

• 150 გრ თეთრი შოკოლადი (დამტვრეული)

მზა მარციპანი (მწვანე ფოთლები და წითელი ბურთულები)

 

მომზადების წესი

ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ და გაამზადეთ ორი საცხობი ქაღალდი. ერთ ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, სოდა, შაქარი, ფორთოხლის გახეხილი კანი და დაფქული დარიჩინი და ერთმანეთში კარგად აურიეთ. ქურაზე დადგით ჯამი, რომელშიც მოათავსებთ კარაქსა და სიროფს და დატოვეთ მანამ, სანამ კარაქი ბოლომდე არ დადნება. საშობაო პუდინგი პატარ-პატარა ნაწილებად (თითქმის ნამცეცებად) დაფხვენით და ჯამში ჩაყარეთ. მიღებული მასა ფქვილის ჯამში გადაიტანეთ და კარგად ურიეთ მანამ, სანამ ორცხობილის ცომი არ მოიზილება. დაყავით 18 ტოლ ნაწილად. მოათავსეთ დამრგვალებული ორცხობილები საცხობ ქაღალდზე ისე, რომ მათ შორის საკმარისი ადგილი დატოვოთ, შემდეგ კი თითებით დააბრტყელეთ და ღუმელში 10-12 წუთით დატოვეთ. სანამ ორცხობილები გაგრილდება, მოამზადეთ გასაფორმებელი მასალა – ძალიან ნელ ცეცხლზე ან წყლის ორთქლზე დაადნეთ თეთრი შოკოლადი და შემდეგ ოდნავ შეაგრილეთ. დამდნარი შოკოლადი მოასხით ორცხობილების ზედა ნაწილს (როგორც ფოტოზეა ნაჩვენები), შემდეგ კი ფოთლებითა და წითელი ბურთულებით გააფორმეთ. ორცხობილები კონტეინერში ისე მოათავსეთ, რომ ზედაპირი დაზიანებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული. თუ კარგად შეინახავთ, „პუდინგურებით“ ტკბობას 5 და მეტი დღის განმავლობაშიც შეძლებთ.

ზევით