ტკბილი კურაბიეს მარტივი რეცეპტი

ახალგაზრდა კონდინტერი მირანდა ნადიბაიძე ამ ჯერზე გემრიელ ტკბილეულს სახელად „კურაბიე“ გვთავაზობს. ეს ორცხობილები მსუბუქი, ფხვიერი, გემრიელი და ძალიან მარტივად მოსამზადებელია.

ორცხობილა

ინგრედიენტები: 

• 140 გ ფქვილი

• 45 გ შაქრის პუდრი

• 90 გ ნაღების კარაქი 

• 37 გ ცილა ( დაახლოებით 1 დიდი კვერცხის) 

• ½ ჩაის კოვზი გამაფხვიერებლი

• 50 გ სქელი ჯემი

მომზადების წესი:

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქრის პუდრი და ათქვიფეთ მოცულობაში გაზრდამდე და გათეთრებამდე. ცილა, რომელიც ასევე ოთახის ტემპერატურისაა, ორ ეტაპად გაყავით და მიღებულ მასას დაუმატეთ. შემდეგ ეტაპზე ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთში გადაურიეთ და გაცერით. გაცრილი მშრალი ინგერედიენტების 1/3 დაამატეთ კარაქიან მასას, დარჩენილი ნაწილი კი ეტაპრობრიავდ შეურიეთ, მანამ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ცომი უნდა იყოს რბილი და საკონდიტრო ტომრიდან ადვილად გამოდიოდეს.

გადაიტანეთ ცომი საკონდიტრო ტომარაში ვარსკვლავის ან ყვავილის ფორმით. საცხობ ლანგარზე დააფინეთ საცხობი პერგამენტი, ან სილიკონი და გადაანაწილეთ ორცხობილები 3-4 სმ დიამეტრზე ერთმანეთისგან 3 ს დაშორებით, რათა ცხობისას ერთმანეთს არ მიეკრას. გაუკეთეთ ჩაღრმავება ცენტრში და მოათავსეთ სქელი ჯემი. გამოაცხვეთ 200 გრადუს ცელსიუსზე 10-15 წთ და გემრიელად მიირთვით!

ზევით