ტკბილი ძილისთვის

უძილობის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, თუმცა როგორც კვლევებმა აჩვენა, დაძინება ასეთი იოლი ჯერ არ ყოფილა. ამისთვის კი ძილის წინ უნდა გააკეთოთ მარტივი გაჭიმვები. გაჭიმვები, ზოგადად დღის ნებისმიერ მონაკვეთში ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, თუმცა ძილის წინ იოგა სხეულს მშვიდ რეჟიმში გადასვლაში ეხმარება, თან ტვინს უგზავნის მესიჯს, რომ ახლა მოდუნების დროა.

იოგა

თუკი არ იცით როგორ გააკეთოთ გაჭიმვები, შეგიძლიათ გადმოიწეროთ აპლიკაცია ან ჩართოთ youtube არხი, სადაც ძალიან ბევრი ტრენერი გვასწავლის თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ტაი ჩის ან იოგას გაჭიმვა. მოკლედ, როგორც ნახავთ, გაჭიმვები ძალიან მარტივი და ამავდროულად უფასო და ხელმისაწვდომია ყველასთვის. აქციეთ იოგას ეს ილეთები ღამის რუტინის ნაწილად და ნახავთ თუ როგორ გაგიუმჯობესდებათ ძილი და ამასთან ერთად ცხოვრების ხარისხი. 

ზევით