#მოდა

THEDIARY X MAO.GE: 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის ყველაზე მოდური ფერთა კომბინაცია

გაზიარება:

დაპირებული სიახლის დროც დადგა. ამჯერად TheDiary-სა და MAO.GE-ის ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ, რომელიც მოდის სამყაროში მიმდინარე აქტუალური ტრენდების, ყველასათვის სასურველი აქსესუარებისა და ტენდენციების შესახებ გიამბობთ...

TheDiary x Mao.ge კოლაბორაციის ფარგლებში, გასულ კვირას ჩვენს გამომწერებს შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ბურგუნდიული ღვინისფრის პოსტი უკვე გავუზიარეთ. დღეს, სეზონის კიდევ ერთი სახასიათო ფერთა კომბინაციას, ყავისფრისა და კრემისფრის დუოს გაგაცნობთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mao.ge (@mao.ge)

ყავისფერი კლასიკური, კონსერვატიული და ამავდროულად, საოცრად მოდური ფერია, რომელიც იდეალურად ერგება განსხვავებულ კონტექსტს. თუ ფერის ფსიქოლოგიას დავესესხებით, ყავისფერს ხშირ შემთხვევაში ძლიერი და სტაბილური ადამიანები ატარებენ. მოდის სამყაროში გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ Brown is the New black - ყავისფერი ახალი შავია და ეს დებულება აზრს მოკლებული სულაც არაა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mao.ge (@mao.ge)

შავი ფერი ათწლეულების განმავლობაში ითვლებოდა ელეგანტურობისა და გამორჩეულობის სიმბოლოდ. ეს დღემდე ასეა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის კონკურენციის გაწევა ყავისფერს არ შეუძლია. მეტიც, ეს უკანასკნელი იდეალურად იმეორებს შავი ფერის უნივერსალურობის იდეას - ჰარმონიულად შეერწყას ყველა ფერს. ყავისფერი ნეიტრალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ კარგად ერწყმის სხვა ნეიტრალურ და მიწიერ ტონებს, არამედ იდეალურია უფრო ნათელი ფერების დასაბალანსებლადაც.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mao.ge (@mao.ge)

და მიუხედავად ამ უნივერსალურობისა, მაინც არსებობს ერთი კომბინაცია, რომელმაც 2023 წლის შემოდგომის სეზონი შექმნა და დიდი ალბათობით, ზამთარშიც ასეთივე პოპულარობით გააგრძელებს ფეშენისტა გოგოების Instagram გვერდების დაპყრობას. წარმოგიდგენთ TONE-ON-TONE ყავისფრისა და კრემისფრის ტანდემს. ეს კომბინაცია ჩაცმულობას მდიდრულ ხიბლს მატებს, ის ფემინურობითა და სიმყუდროვით გამოირჩევა, რაც ამ სეზონების ესთეტიკას იდეალურად იმეორებს.

MUST-HAVE ITEMS TO SHOP:

NANUSHKA - ALAMO BELTED MIDI COAT

ყიდვა

SOCIETE ANONYME - KROLLER CREW-NECK RIBBED-KNIT JUMPER

ყიდვა

CELINE - CHAIN SHOULDER BAG CLAUDE IN SUEDE CALFSKINBROWN

ყიდვა

MIU MIU - LACED UP SHOES IN BROWN

ყიდვა

SANDRO - SANDY BELTED WOOL COAT

ყიდვა

ADIDAS - SAMBA OG WHITE SNEAKERS

ყიდვა

ზევით