#მოდა

Tony Awards 2022-ის საუკეთესოდ ჩაცმული ცნობილები წითელ ხალიჩაზე

გაზიარება:

Antoinette Perry Award for Excellence in Theatre მოგვიანებით ცნობილი როგორც Tony Awards გასულ ღამეს, 75-ე დაჯილდოების ცერემონიით Radio City Music Hall-ში დაბრუნდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაჯილდოების ცერემონია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ამერიკული თეატრის სფეროში მიღწევებისთვის, მათ შორის მიუზიკლებისთვისაც, გასულ ღამეს ყურადღების ცენტრში მოექცა.

ჯესიკა ჩესტეინი, ჩაცმულობა: Gucci

ამერიკულ თეატრში შეტანილი ღვაწლისთვის, Tony Awards-ის რიგით 75-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, ჯილდო 2020 წლის 20 თებერვლიდან - 2022 წლის 4 მაისის ჩათვლით წარმოებულ პროდუქტებზე გადაიცა. თუმცა, მანამ სანამ მაყურებელი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ცერემონიას შეავლებდა თვალს, Radio City Music Hall-ის წითელ ხალიჩაზე შეკრებილი ცნობილი ადამიანების ელეგანტურობითა და გლამურით აივსო.

არიანა დებოუზი, ჩაცმულობა: Boss

ცნობილი მსახიობები, მუსიკოსები თუ რეჟისორები ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ წითელ ხალიჩაზე. ჯესიკა ჩესტეინმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა Gucci-ს ვარდისფერი კაბით ხალიჩაზე, არიანა დებოუზმა Boss-ის თვალისმომჭრელი შავი კაბით მოიწონა თავი, სინტია ერვინომ კი Giambattista Valli-ის მაღალი მოდის ელფერი შემატა წითელ ხალიჩას.

ენდრიუ გარფილდი, ჩაცმულობა: Tom Ford
ჯერემი პოპი, ჩაცმულობა: Louis Vuitton

2022 წლის Tony Awards-ის ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ მამაკაცთა შორის გახლდათ ენდრიუ გარფილდი, რომელსა Tom Ford-ის ხავერდის შავი კოსტიუმი ამშვენებდა, ერთ-ერთი გამორჩეული ჩაცმულობა ეკუთვნოდა ჯერემი პოპსაც, რომელიც Louis Vuitton-ის თეთრი კოსტიუმით ვიხილეთ წითელ ხალიჩაზე.

სინტია ერვინო, ჩაცმულობა: Giambattista Valli
ვანესა ჰაჯენსი, ჩაცმულობა: Schiaparelli Couture
დარენ კრისი, ჩაცმულობა: Givenchy
რუთ ნეგა, ჩაცმულობა: Armani Privé
ჯულიან ჰაფი, ჩაცმულობა: Roland
ჯესი უილიამსი, ჩაცმულობა: Thom Browne
ზევით