#სილამაზე

This is how I woke up - TOP 3 პროდუქტი სანაპიროს დალალებისთვის

გაზიარება:

სულ ცოტაც და მზიან სანაპიროზე გარუჯული სხეულებით მოვიწონებთ თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხელი სეზონისთვის აქტიური სამზადისი უკვე უნდა დავიწყოთ: კარანტინში დაგროვილი კილოგრამები მოვიცილოთ, ოთხ კედელში ჯდომისგან გამომშრალი კანი გამოვაცოცხლოთ და უსიცოცხლო თმას ბზინვარება დავუბრუნოთ. რა ჯობია ბუნებრივად დახვეულ სანაპიროს დალალებს, რომლებზეც ერთი შეხედვით დიდი ძალისხმევა არ დაგიხარჯავთ?! “ზუსტად ამ ვარცხნილობით გავიღვიძე” ეფექტის მიღებაში ან მართლა სანაპიროზე კოტრიალი, ან ერთი საიდუმლო ინგრედიენტი დაგეხმარებათ. The Diary-ის გუნდი ზღვის მარილის TOP 3 პროდუქტს გაგაცნობთ, რომლებიც საზაფხულო სეზონზე გამოცდილ სტილისტსაც კი ჩაგინაცვლებთ.

#1 PHILIP MARTIN’S - Sea salt spray

Philip Martin’s-ის ზღვის მარილის სპრეის თმისა და თავის კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი გააჩნია. ის თავის კანსა და თმას გამოშრობისგან იცავს. ამავდროულად, სპრეის გამოყენებით ბუნებრივ დალალებს მარტივად მიიღებთ, თმა კი არ გამოშრება და ბზინვარებას შეინარჩუნებს.

philip martins salt spray

 

 

PHILIP MARTIN'S - ზღვის მარილის სპრეი

ყიდვა

 

#2 MOROCCANOIL - beach wave mousse

ზაფხულის სეზონის რჩეულთა შორისაა Moroccanoil-ის ზღვის მუსი ტალღოვანი ეფექტით, რომელიც ნებისმიერი ტიპის თმაზეა გათვლილი. სხვა მსგავსი პროდუქტებისგან განსხვავებით, მუსი თმას არ აუხეშებს და ბუნებრივ ტექსტურას უნარჩუნებს.

MOROCCANOIL, თმის მუსი
 

MOROCCANOIL - თმის მუსი

ყიდვა

 

#3 WELLA EIMI - Ocean Spritz Salt Hairspray

ძალდაუტანებელი სანაპიროს ტექსტურას Wella-ს EIMI-ს ხაზის ზღვის მარილის სპრეის გამოყენებით მიიღებთ, რომლის შემადგენლობაშიც ზღვის მარილის ნამდვილი მინერალები შედის. სპრეი UV-ფილტრებს შეიცავს და თმას მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან იცავს. ექსტრემალური ტექსტურის მისაღებად კი პროდუქტის დატანის შემდეგ ფენის გამოყენებაა რეკომენდირებული.

wella eimi, მარილის სპრეი

 

 

WELLA EIMI - ზღვის მარილის სპრეი

ყიდვა

ზევით