TOP 7 თვალის პაჩი წამყვანი ბრენდებისგან

თვალის პაჩები პაჩი pach ნიღაბი

შეყვარებულთან იკინკლავეთ, მნიშვნელოვანი პრეზენტაციის გამო ღამე გაათენეთ, თუ უკვე თვეებია საშუალოდ 4-5 საათი გძინავთ, სტრესი თავს თქვენი თვალების ქვეშ, ჩამუქებულ და გამომშრალ ღრმულებში იყრის. თქვენს სარკის ანარეკლში საკუთარ თავს გაკვირვებული შესცქერით და ვერ გაგიგიათ, ეს პანდას გამოხედვა საიდან მოვიდა?! პასუხი მარტივია - სტრესი ჩვენს ორგანიზმს, თუ ვიზუალს ერთნაირად ეტყობა. თვალის ქვეშ ბალიშები კი სტრესის ე.წ. ღრუბელია, რომელსაც ვერც ერთ წვრილმანს ვერ გამოაპარებთ. ასეთივე მარტივია გამოსავალიც. პირველ რიგში გახსოვდეთ ბანალური, მაგრამ საჭირო ფრაზა: თქვენი ნერვული სისტემის ფასი არაფერია! გამოსავლის სახით კი The Diary-ის გუნდი მსოფლიოს 7 საუკეთესო თვალის ნიღაბს გთავაზობთ.

Christian BRETON Anti-Wrinkle Eye Patches

თვალის კონტურის გამოცოცხლება სულ რაღაც 25 წუთში ხდება. ცნობილი ბრენდის ნაოჭ საწინააღმდეგო თვალის პაჩების ეფექტი მყისიერია. აღმდგენი თვალის ნიღაბში კაოლინი, ვიტამინი E და კოლაგენები შედის, რომლებიც თვალის მიმდებარე ტერიტორიის დატენიანებასა და კვებაზე აგებენ პასუხს. პროდუქტის შეძენა GPC-ის სააფთიაქო ქსელშიც შეგიძლიათ.

კრისტიან ბრეტონი თვალის პაჩი

______________________

კრისტიან ბრეტონის თვალის პაჩები

ყიდვა

 

MIZON gel eye pach

ფირფიტები ნებისმიერი ტიპის კანისთვისაა რეკომენდირებული. წყალში ხსნადი გელისებური ფირფიტა თვალის ირგვლივ, კანის გამკვრივებასა და ტონუსის მომატებას უზრუნველყოფს. პაჩები ზღვის კოალგენის ექსტრაქტითაა გაჟღენთილი. სხეულის ტემპერატურის ზემოქმედებით კოლაგენი კანში ღრმად აღწევს, ატენიანებს, ამკვრივებს და ელასტიურობას მატებს. პროდუქტს PSP-ს სააფთიაქო ქსელშიც მიაგნებთ.

მიზონი თვალის პაჩი ნიღაბი

______________________

მიზონის გელისებრი თვალის ფირფიტები

ყიდვა

 

KNC Star Eye Mask

Violet Grey-ის თვალის პაჩები იდეალურია სენსიტიური კანისთვის. ჰიალურონის მჟავის, კოლაგენის, ალოესა და ვარდის ყვავილის ზეთის სინთეზი კანს არბილებს და აქვს ბუსტერის ეფექტიც. თან, პაჩების ფორმით “სელფის” გადაღებისგანაც ვერ შეიკავებთ.

ვაიოლეტ გრეი თვალის პაჩი

______________________

ვაიოლეტ გრეის ვარსკვლავი თვალის პაჩები

ყიდვა

 

SHISEIDO WrinkleResist24 Pure Retinol Express Smoothing Eye Mask

Hollywood-ელი ვარსკვლავების რჩეული თვალის პაჩები საერთაშორისო ჯილდოებს ერთი მარტივი მიზეზის გამო იგებს - ის მართლაც ასეთი კარგია! A ვიტამინი კანის სტრუქტურაზე აგებს პასუხს, ჰიალურონის მჟავა კი ნაოჭებს ჩანასახიდანვე ებრძვის.

შისეიდო თვალის პაჩი ნიღაბი

______________________

შისეიდოს თვალის პაჩები

ყიდვა

 

Eveline GOLD LIFT

ინტენსიური ლიფტინგ ეფექტის მქონე პაჩებს მყისიერი ეფექტი აქვს. თხილის ექსტრაქტი კი კანის დატენიანებას და სიგლუვეს უზრუნველყოფს. პროდუქტის შეძენა „ავერსის" სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ.

ეველაინი თვალის პაჩი ნიღაბი

______________________

ეველაინის ოქროს პაჩები

ყიდვა

 

Sephora Baggage Claim Rose Gold Eye Masks

მიმზიდველი შეფუთვის გარდა ეს თვალის ფირფიტები მყისიერი ეფექტით გამოირჩევა. Sephora-ს თვალის პაჩბი იდეალურია ნაოჭების გაჩენის საწყის ეტაპზე, როდესაც სამ შრიანი ფირფიტები ხაზების გაჩენას ხელს დასაბამშივე უშლიან.

სეფორა თვალის პაჩი ნიღაბი

______________________

სეფორას თვალის ოქროს ნიღაბი

ყიდვა

 

Chanel LE LIFT Firming Anti-Wrinkle Flash Eye Revitalizer

დიახ, 2 საფეხურიანი მოვლა ყველას გვეზარება, მაგრამ CHANEL-ზე უარს ნუ იტყვით! Le Lift-ის ინგრედიენტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ მოქმედი ბუსტერია, ხოლო პაჩებს მის მიერ გაწეული შრომა სისრულეში მოჰყავს.

შანელი თვალის პაჩი ნიღაბი

______________________

შანელის თვალის ნიღაბი

ყიდვა

ზევით