#მოდა

„ტრესორი“ - სიყვარულით შერჩეული ჯადოსნური საჩუქრები

გაზიარება:

სადღესასწაულო სეზონის სულისკვეთების ფონზე, გალერია „ტრესორი“ მომხმარებლებს საჩუქრის ჩუქების ხელოვენებას აზიარებს. სამკაულებისა და აქსესუარების გალერიაში წარმოდგენილ ფართო ასორტიმენტს, დეკემბრის დასაწყისში ახალი იტალიური ბრენდი, Alisia-ც შეემატა. ბრენდის პრეზენტაცია, The Diary-ისა და IERI Store-ის კონცეპტუალურ ღონისძიებაზე სახელწოდებით All we need is shopping შედგა.

ნატურალური ქვებითა და  „მიუკის“ იაპონური მძივებით შექმნილი Alisia-ს სამკაულები, ყოველდღიური, სადა დიზაინით გამოირჩევა. სამკაულების შეხამება შესაძლებელია სხვადასხვა სამოსთან და აქსესუართან, როგორც ყოველდღიური სტილის შესაქმნელად, ასევე სადღესასწაულო დღეებში ინდივიდუალური ხასიათის გამოსაკვეთად. 

დეკემბრიდან, გალერია „ტრესორში“ აგრეთვე წარმოდგენილია ბრენდ SO Chic-ის ახალი სადღესასწაულო კოლექცია, რომელიც მომხმარებელს საახალწლო განწყობას უქმნის. აღნიშნული ბრენდის სამკაულები ხელოვნებას და თანამედროვე სტილს განასახიერებს. SO Chic-ის სამკაულებთან ერთად, ნებისმიერი სადა ტანისამოსიც კი სადღესასწაულო ელფერს შეიძენს.

შემოდგომის კამპანიის ფარგლებში, ტრესორმა მომხმარებელს სამკაულების ახალი ბერძნული ბრენდი, Aniw-იც გააცნო. აღნიშნული ბრენდის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ თითოეული სამკაული ხელით არის შექმნილი და შესაბამისად, ექსკლუზიურია. Aniw- ის სამკაულები ანტიკური ხელოვნების და ეპოქის სტილშია შექმნილი.

„ტრესორი“ - სამკაულებისა და აქსესუარების გალერიაა, სადაც წარმოდგენილია ვერცხლისა და ტიტანის ფოლადისაგან დამზადებული სამკაულები და სხვა აქსესუარები ქალბატონებისათვის. გალერიაში წარმოდგენილი სამკაულები გამორჩეულია ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით. ასევე, კოლექცია მუდმივად განახლებადია და შეესაბამება თანამედროვე ტენდენციებს.

კომპანია აქტიური განვითარების ფაზაშია, ფართოვდება როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. 

თუ დღესასწაულზე საყვარელი ადამიანების გახარებას გეგმავთ, ან სულაც საკუთარი თავის განებივრება გსურთ, გაგიმხელთ, გალერეა „ტრესორში“ წინასაახალწლოდ, სამკაულების შეძენას დიდი ფასდაკლებით შეძლებთ.

ზევით