როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
„მახსოვს სასამართლო დარბაზში პირველად რომ დაგინახე, შეუდარებელი წითელი ტყავის მოსაცმელი გეცვა, მაშინ გავიფიქრე: ეს დედოფალი რატომ არ მიცავს მე“ - ამ სიტყვებით მიმართა ვაიოლა დევისს ერთ-ერთმა დაცვის ქვეშ მყოფმა სერიალში How to Get Away with Murder. სატელევიზიო დრამა ნამდვილად გენიალური ქმნილებაა, ეს ფრაზა კი იდეალურად ასახავს იმ ეფექტს, რომელიც ბოლო წლების ყველაზე აქტუალური ტრენდის - ტყავის ჟაკეტის დანახვისას გვიჩნდება.
ქალები ტყავის ჟაკეტში თავს ყოვლისშემძლედ გრძნობენ, ალბათ სწორედ ეს არის იმის საბაბი, რომ ეს ტრენდი მოდიდან უკვე მეორე წელია არ გადადის.
ტყავის ჟაკეტების, 1990-იანი წლების საყვარელი ატრიბუტის, მოდური დაბრუნება გასულ წელს მოხდა, როდესაც Fendi-ს, Hermès-ს, Versace-სა თუ სხვა ცნობილი ბრენდების პოდიუმებზე ერთი მეორის მიყოლებით გამოჩნდა ტყავის მოსაცმელები. ბუნებრივია, ტენდენციებში დაბრუნებული სამოსი პირველებმა ცნობილმა ინფლუენსერებმა მოირგეს, კენდალ ჯენერი, კაია გერბერი ჰაილი ბიბერი თუ ბელა ჰადიდი პაპარაცულ ფოტოებში ხშირად იწონებდნენ თავს ტყავის მოსაცმელებითა თუ ჟაკეტებით, მალევე კი მათ კვალს მთელი მსოფლიოც მიჰყვა.
1 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, თუ კი გასული წლის გაზაფხულზე შავი ფერის ტყავის ჟაკეტები დომინირებდნენ, დღეს არჩევანი ბევრად მრავალფეროვანია, ჩვენ შეგვიძლია ბორდოსფერი, ყავიფერი, ვარდისფერი, მუქი ლურჯი თუ ზეთისხილისფერი ჟაკეტები მოვირგოთ.
ANOUKI - faux leather blazer
De La Vali - Montana blazer
Gucci - lambskin tailored blazer
Arma - button-front leather jacket