უინძორების სასახლე შობისთვის მზად არის

წელს სამეფო ოჯახი ტრადიციას დაარღვეს, კერძოდ კი დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპი სანდრიგემის სასახლის ნაცვლად, უინძორების სასახლეში აღნიშნავენ შობის დღესასწაულს. 

უინძორების სასახლე საშობაოდ საგანგებოდ ირთვება და არც წელს დარღვეულა ტრადიცია. ნახეთ, როგორ გარდაიქმნა სასახლე დღესასწაულისთვის! 

სამეფო ოჯახის საახალწლო მორთულობა

დეკორაციის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი ექვსმეტრიანი ნაძვის ხეა, რომელმაც წმინდა გიორგის - უინძორის სასახლის ყველაზე გრანდიოზული დარბაზი დაამშვენა. საახალწლო ხე ტრადიციული საშობაო დეკორაციებით მოირთო: გირლიანდები, ოქროსფერი და წითელი ბურთები.

royal family christmas tree

პატარა ნაძვის ხეებმა სასახლის სხვა დარბაზებიც დაამშვენა: ერთი შიდა დარბაზში, სამი სამეფო გალერეაში და კიდევ ერთი მისაღებში. სასახლის მთავარი კიბე გირლიანდებით მოირთო. 

უინძორების სასახლე საშობაოდ მოირთო

სადღესასწაულოდ მოირთო ასევე სასადილო ოთახი, სადაც განსაკუთრებული შემთხვევბის დროს სამეფო ოჯახი სადილებს მართავს. სწორედ აქ გაიშლება წელს საშობაო ვახშამი დედოფლისთვის.

უინძორების სასახლე საშობაოდ მოირთო

ზევით