უნიკალური არქტიკული კურორტი სანტას სამშობლოში

ლაპლანდიის რეზორტი

კაკსლაუტანენი უნიკალური რეზორტია ბუნების წიაღში და სანტა კლაუსის სამშობლოში, ლაპლანდიაში მდებარეობს.

ამ რეზორტის უნიკალურობა იგლუს ფორმის ნომრებშია, რომლების სრულიად გამჭვირვალეა და მოცეკვავე ჩრდილოეთის ციალით შეგიძლიათ თბილი ოთახიდან, გარეთ გაუსვლელად დატკბეთ.

ჩრდილოეთის ციალა

კაკსლაუტანენი იმდენად ორიგინალური და უნიკალურია, რომ აუცილებლად ღირს ეს მაშრუტი თქვენი მომავლი წლის სამოგზაურო რუქაზე აღნიშნოთ. აქ, რეზორტზე, ყველაზე დიდი ორთქლის საუნაა და ამავდროულად ყინულის ბარში შეგიძლიათ ცხელი სასმელები დააგემოვნოთ. აქვე შეგიძლიათ იქირაოთ თხილამურები,  ან სულაც ირმებთან ერთად მოიწყოთ გასეირნება ჩრდილეოთის პოლუსზე, თუმცა თევზაობის მოყვარულებს კიდევ უფრო უნიკალური შანსი ეძლევათ - ითევზაოთ გაყინულ ტბებზე. მოკლედ, ეს ადგილი ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას!

ფინეთი

ზევით