#მოდა

VANNA - ქალების მიერ შექმნილი საათები ქალებისთვის

გაზიარება:

შექმნილია ქალების მიერ ქალებისთვის! ამ დევიზით გაგვაცნო საკუთარი ბრენდი ანნა ვარდანიანმა, რომელიც Ti’me-ის და The Diary-ის ერთობლივ ღონისძიებაზე ახალი, პრემიუმ კლასის საათების ბრენდის - VANNA-ს პრეზენტაციაზე გავიცანით.

“VANNA-ს მთავარი ინსპირაცია თანამედროვე ქალის სახეა, რომელიც ავთენტური, მამაცი და დამოუკიდებელია”.

vanna, პრეზენტაცია. time, თაიმი, ქალის საათები, ანნა ვარდანიანი
ანნა ვარდანიანი (VANNA-ს დანფუძნებელი ბრენდის პრეზენტაციაზე Ti'me-ის მაღაზიაში)

მინიმალისტური, დახვეწილი დიზაინითა და თანამედროვე ქალზე მორგებული კონცეფციით, ამერიკულმა ბრენდმა ქართველი მომხმარებლის ყურადღება მალევე მიიპყრო. ბრენდი უკვე 1 წელია ბაზარზეა და ექსკლუზიურად Time-ის მაღაზიათა ქსელშია წარმოდგენილი.

პირველად არ ხართ აქ. როდის ჩამოხვედით საქართველოში ბრენდით?

ანნა ვარდანიანი: დაახლოებით 1 წელია, რაც ქართულ ბაზარზე შემოვედით და არაჩვეულებრივი უკუკავშირი გვქონდა მომხმარებლისგან. ვიცი, რომ ქართველებს ძალიან უყვართ ახალი, კრეატიული ბრენდები და ის, რაც განსხვავებულია. ამას ყველგან ვხედავ. Ti’me-თან მოლაპარაკება დაახლოებით წლინახევრის წინ დავიწყეთ და ის არაჩვეულებრივი პარტნიორი გამოდგა. ერთდროულად რეგიონში რამდენიმე ქვეყანაში შემოვედით. საქართველოთი და სომხეთით დავიწყეთ. ეს ქვეყნები ძალიან ახლოსაა ჩემთან, ბავშვობაში აქ ვცხოვრობდი და მიხარია, რომ სწორედ აქ ვიღებთ ასეთ არაჩვეულებრივ ფიდბექს.

vanna, პრეზენტაცია. time, თაიმი, ქალის საათები, ანნა ვარდანიანი, სალომე ლემონჯავა

VANNA საათისა და სამკაულის უნიკალურ სინთეზს გვთავაზობს, რაც ბრენდის დამფუძნებლისა და შვეიცარიელი ოსტატების ტანდემის შედეგია. მეტიც, საათების დიზაინით დაწყებული, წარმოებით დამთავრებული, VANNA-ს პროდუქცია სრულიად ქალების მიერ იქმნება.

რატომ მხოლოდ ქალებისთვის?

ანნა ვარდანიანი: პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩვენ მსოფლიოში საათების ერთადერთი ბრენდი ვართ, რომელიც იქმნება და იწარმოება ქალების მიერ. ჩვენი მწარმოებლებიც კი ქალები არიან. სხვათა შორის ძალიან ბევრი წარმოება დავტესტეთ და საუკეთესო სწორედ ქალების საწარმო აღმოჩნდა. იმედი მაქვს, რომ VANNA და მსგავსი ბრენდები პატარა გოგოების ინსპირაციის წყარო გახდება და ყველა მიხვდება, რომ ყოველთვის აქვს აზრი საკუთარი ოცნებების ასახდენად ბრძოლას.

vanna, პრეზენტაცია. time, თაიმი, ქალის საათები, ანნა ვარდანიანი, მარიამ სანოგო

თავად ბრენდი ძალიან ახალგაზრდაა. VANNA პანდემიის დროს, სულ რაღაც 4 წლის წინ შეიქმნა, თუმცა მისი გამორჩეული დიზაინისა და ხარისხის წყალობით, “დიდი ბრენდების” მაგიდასთან უკვე მოხვდა.

vanna, პრეზენტაცია. time, თაიმი, ქალის საათები, ანნა ვარდანიანი, ლიკუნა მეტრეველი

ანნა ვარდანიანი: საათების ინდუსტრიაში თინეიჯერებიც კი არ ვართ, მაგრამ ძალიან განსხვავებული დიზაინები გაქვთ. კოლექციების დიზაინს მე თავად ვქმნი და ეს პროცესი ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ჩვენი დიზაინები მინიმალისტურია და ალბათ ესაა ჩვენი ბრენდის მთავარი კოზირი. ვთვლი, რომ ჩვენი საათების გამოყენება მამაკაცებსაც შეუძლიათ და სხვათა შორის, მამრობითი სქესის მომხმარებელი საკმაოდ დიდი რაოდენობით გვყავს.

vanna, პრეზენტაცია. time, თაიმი, ქალის საათები, ანნა ვარდანიანი, საათი
VANNA - Linea Blue Pearl

ყიდვა

 

Ti’me-ის მაღაზიაში გამართულ პრეზენტაციაზე ბრენდის შემქმნელმა და დიზაინერმა VANNA-ს კონცეფციის შესახებ ისაუბრა და ქართველ ინფლუენსერებს ბრენდის უახლესი კოლექციის მოდელებიც წარუდგინა. გამორჩეული, დახვეწილი, მინიმალისტური და ამავდროულად თვალშისაცემი საათების შეძენა კი მომხმარებელს Ti’me-ში შეუძლია.

ზევით