#მოდა

ვარდისფრის მაგია: 10 ყველაზე დიდებული ვარდისფერი კაბა მოდის ისტორიაში

გაზიარება:

ათწლეულების, შესაძლოა საუკუნეების განმავლობაშიც კი, ვარდისფერი ფერი ფემინურობასთან საუკეთესოდ ასოცირდებოდა, თუმცა იგი ინდივიდუალიზმისა და ძალის საუკეთესო გამოვლინებაც გახლდათ. ვარდისფერს პოპუალრობა არასდროს დაუკარგავს, უბრალოდ მეტად მრავალშრიანი გახდა და მეტი მნიშვნელობაც შეიძინა.

ერთად გავიხსენოთ მოდის ისტორიაში 10 ყველაზე დიდებული ვარდისფერი კაბა, რომელიც ისეთმა საკულტო სახეებმა მოირგეს, როგორებიც მერილინ მონრო, ოდრი ჰეპბერნი, პრინცესა დიანა და ანა ვინტური არიან.

მერილინ მონრო

1953 წელს, ჰოვარდ ჰოუკსის მუსიკალურ კომედიაში მერილინ მონროს ერთ-ერთი ყველაზე შეუდარებელი და დასამახსოვრებელი ვარდისფერი კაბა აცვია კინოსამყაროში.

ოდრი ჰეპბერნი

„იუბერის მიერ შექმნილი სამოსი დაცულობისა და თავდაჯერებულობის გრძნობას აღვიძებს ჩემში“ - განაცხადა ოდრიმ ერთ-ერთ ინტერვიუში, მის საყვარელ მეგობარ იუბერ დე ჟივანშის შემოქმედებაზე საუბრისას. ჰეპბერნს დიზაინერის სამოსი არა ერთ ფილმში ამშვენებს, საიდუმლო არაა ის ფაქტიც, რომ ლამაზმანი ჟივანშის მუდმივი მუზა გახლდათ.

გვინეტ პელტროუ

1999 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, მსახიობი გვინეტ პელტროუ Ralph Lauren-ის ვარდისფერი კაბით გამოცხადდა, ეს მშვენიერი კაბა გვინეტისთვის იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან მსახიობი სახლში ოსკარის ჯილდოთი დაბრუნდა.

ქეით უინსლეტი

1999 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონია და კიდევ ერთი ვარდისფერი კაბა, რომელიც მოდის ისტორიას სამუდამოდ დაამახსოვრდა, ქეით უინსლეტმა წითელ ხალიჩაზე ვივიენ ვესტვუდის მიერ შექმნილი, უმშვენიერესი კაბა მოირგო.

პრინესა დიანა

პრინცესა დიანას არასოდეს ეშინოდა ღია ფერების ტარება და მათ ყოველთვის საოცრად გემოვნებიანად ირგებდა. 1985 წელს უელსის პრინცესა La Scala-ში ოსკარ დე ლა რენტას უმშვენიერეს კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა.

ჯენიფერ ლოპესი

2002 წელს, ოსკარის დაჯილდოების გლამურულ წითელ ხალიჩაზე, მშვენიერი ვარდისფერი კაბით ჯენიფერ ლოპესი გამოჩნდა. უმხრო ღია ვარდისფერი კაბა, ღრმა ჭრილით მკერდზე დონატელა ვერსაჩეს შემოქმედება გახლდათ.

ლედი გაგა

2018 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე ლედი გაგამ ნამდვილი ფურორი მოახდინა, როდესაც წითელ ხალიჩაზე Valentino-ს გრაციოზული, მრავალშრიანი კაბით გამოჩნდა.

ანა ვინტური

ამერიკული გამოცემა Vogue-ის მთავარი რედაქტორის და შეიძლება ითქვას, რომ მოდის მთავარი კრიტიკოსისა და ქომაგის გამოჩენამ  Met Gala-ზე 2019 წელს ყველა აღფრთოვანებული დაგვტოვა. ანამ საყვარელი მეგობრის კარლ ლაგერფელდის უდიადესი ქმნილება მოირგო.

კოკო როშა

გახსოვთ გასულ წელს, კანის კინოფესტივალზე კოკო როშა დიდებული ვარდისფერი კაბით რომ გამოჩნდა? - გეთანხმებით, ამის დავიწყება ნამდვილად შეუძლებელია, მოდელმა მოჰამედ აშის შედევრში, ფოტოკამერების წინ დიდხანს იპოზიორა.

რენე ზელვეგერი

2020 წელს, მანამ სანამ წითელი ხალიჩების დიდებას მსოფლიო პანდემია გაგვიქრობდა, BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე, შეუდარებელ ფორმაში მყოფი რენე ზელვეგერი გამოჩნდა, რომელსაც მიუჩია პრადას ჯადოსნური ვარდისფერი კაბა ამშვენებდა.

ზევით