#მოდა

ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის გახსნა და საუკეთესო მოდური მომენტები

გაზიარება:

დიდხანს ნანატრი მომენტიც დადგა: ვენეციის რიგით 79-ე კინოფესტივალი დაიწყო! ერთ-ერთი ყველაზე გლამურული კინოფესტივალი, არა მხოლოდ ფილმების პრეზენტაციებით, არამედ მომაჯადოებელი სტილის მომენტებით არის აღსავსე და ყოველივე ამაში წვლილი წითელ ხალიჩასაც მიუძღვის.

ვენეციის კინოფესტივალის გახსნის პატივი ნოა ბაუმბახის White Noise-ს ხვდა წილად, ამ საღამოზე თავი ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ჯულიანა მურმა Alaïa-ს კაბაში, ტესა ტომპსონმა Rodarte-ს სილუეტში, ჰილარი კლინტონმა კი სპარსულ კაბაში მოიყარეს თავი.

ჯულიანა მური Valentino Couture-ის კაბაში

რიგით 79-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც. წითელი რომ ხატიასთვის შეუცვლელი ფერია ეს გასულ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, მბზინავ წითელ კაბაში გამოწყობილმა პიანისტმა ჩაცმულობა Cartier-ის სამკაულებით გაამდიდრა.

თვალი გადაავლეთ წითელი ხალიჩის საუკეთესო მომენტების, რომლებიც ჯერ ზღვაში წვეთია:

როციო მუნოზ მორალესი Armani Privé-ს კაბაში
მარიაკარლა ბოსკონოს აცვია Jean-Paul Gaultier Couture
ჯოდი ტერნერ-სმიტი, სამოსი: Gucci
ბარბარა პალვინი Giorgio Armani Privé-ს კაბით
მატილდა გიოლი, სამოსი Giorgio Armani
გრეტა ფერო, კაბა Giorgio Armani Privé
ალესანდრა ამბროსიო
ტესა ტომპსონს აცვია ვინტაჟური Armani Privé
მელანი ლაურენტი, კაბა Gucci
იზაბელ ფონტანა
ემა ჩემბერლინი, კაბა ვინტაჟური Valentino
გრეის ელიზაბეთი Alberta Ferretti-ს კაბით
ხატია ბუნიათიშვილი
ზევით