#ცნობილები

ვიქტორია ბექჰემის სამკაულების კოლექცია - ქორწინების 23 წელი და 15 ნიშნობის ბეჭედი

გაზიარება:

თუკი ხანგრძლივი ქორწინებით, დიდი ოჯახითა და ჰარმონიული ურთიერთობით რომელიმე ცნობილ წყვილს შეუძლია დაიკვეხნოს, ეს უდავოდ ბექჰემები არიან. დევიდ და ვიქტორია ბექჰემები წელს ქორწინების 23 წლის იუბილეს აღნიშნავენ, 1998 წელს, მაშინ, როდესაც ინგლისელი ფეხბურთელი და Spice Girl-ის მომღერალი კარიერულ ზენიტში იყვნენ, დევიდმა ვიქტორიას ხელი უძვირფასესი ყვითელი ალმასის ბეჭდით სთხოვა. 

1999 წლის ივლისში გამართული გრანდიოზული ქორწილის შემდეგ ალმასის ბეჭედი ვიქტორიას ერთადერთ ნიშნობის ბეჭდად როდი დარჩა, როგორც დასავლური გამოცემები იტყობინებიან, ჯამში 15 ბეჭედი, რომლითაც ვიქტორია სხვადასხვა ღონისძიებასა თუ წითელ ხალიჩაზე იქნა შემჩნეული ბოლო 23 წლის განმავლობაში, მისი პირადი ნიშნობის კოლექციის ნაწილია.

ვიქტორია ბექჰემის სამკაულების პირად კოლექციაში სხვადასხვა ფერისა და ფორმის ბრილიანტებს, მათ შორის ვარდისფერსა და ყვითელ ძვირფას ბეჭდებს აღმოაჩენთ, თუმცა ბრილიანტის გარდა მომღერალი და დიზაინერი უძვირფასესი ზურმუხტის, საფირონისა თუ მთვარის ქვის ბეჭდებსაც ფლობს.

ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
ალმასის ბეჭედი, 1998 წლის ნიშნობის ცერემონიიდან
ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
მარადისობის ბეჭედი
ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
ზურმუხტისფერი ბრილიანტი
ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
ვარდისფერი ბრილიანტი
ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
მსხლის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი
ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
ყვითელი ბრილიანტი
ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
ძვირფასი ზურმუხტი
ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
ოთხკუთხა ბრილიანტი
ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
ბეჭედი ლალის თვლით
ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
ძვირფასი საფირონი
ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
ვარდისფერი ბრილიანტი
ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
ოვალური ბრილიანტის ბეჭედი
ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
თვალისმომჭრელი მთვარის ქვა
ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
ოთხკუთხა ბრილიანტი
ვიქტორია ბექჰემი, 15 ნიშნობის ბეჭედი,
ბოლოს, კიდევ ერთი ყვითელი ბრილიანტი
ზევით