#The Diary x Movement Concept #მოდა

რატომ ითვლება პარიზი მოდის დედაქალაქად და ვინ წაართმევს მას ამ სტატუსს?

გაზიარება:

სამ საუკუნეზე მეტია, რაც პარიზი მოდის სამყაროს მართავს. მან შექმნა მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები და როგორც ჩანს, მის მოქალაქეებს სტილის თანდაყოლილი გრძნობა აქვთ. პარიზი იყო პირველი ქალაქი, სადაც მოდის კვირეული ტრადიციად იქცა, ხოლო მოდური ბუტიკები და კონცეპტუალური მაღაზიები ყოველ ქუჩაზე გვხვდებოდა. ამ და მრავალი სხვა მიზეზის გამო, პარიზს მსოფლიო მოდის დედაქალაქის ტიტული აქვს მოპოვებული, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, სულ უფრო ხშირად შეგხვდებათ სიახლეები იმის შესახებ, რომ მასშტაბური ჩვენებებისთვის მოდის სახლები სეულს, ტოკიოს, დუბაის, ან თუნდაც ლოს ანჯელესს ირჩევენ, რაც პარიზს მოდის კვირეულის ტოპ-ლოკაციის წოდებას სულ უფრო და უფრო უკარგავს.

პარიზის მოდის კვირეული, პარიზი, მოდის დედაქალაქი, მოდის მექა

არსებობს მოდის დედაქალაქების “დიდი ოთხეული”, სადაც ჩვენებები იმართება. ისინია: ნიუ-იორკი, ლონდონი, მილანი და პარიზი.

ჩვეულებრივ, სწორედ ამ თანმიმდევრობით მიმდინარეობს მოდის კვირეული. ჩვენებები, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ, თებერვალსა და მარტში, სექტემბერსა და ოქტომბერში ტარდება. საინტერესოა, რომ ამ დიდი ოთხეულიდან, მილანი ერთადერთია, რომელიც დედაქალაქს არ წარმოადგენს, მაგრამ, მოდით დავუბრუნდეთ პარიზს, სადაც მოდის სახლები ჯერ კიდევ 1858 წლიდან არსებობდა.

პარიზის მარგალიტი, მისი კუტიურიეებია

მთავარი მიზეზი, რის გამოც პარიზი დღემდე მოდის დედაქალაქად ითვლება, მისი კუტიურიეებია, რითაც ფრანგები ძალიან ამაყობენ.

პარიზი, მოდის დედაქალაქი, კუტიურიე, მოდის კვირეული

კუტიურიე ტანსაცმლის მხატვარ-მოდელიერია, რომელიც სპეციალურად თქვენზე მორგებულ ტანსაცმელს ამზადებს. იმისათვის, რომ დიზაინერი კუტიურიედ იყოს აღიარებული, მან შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს: შექმნას მხოლოდ შეკვეთით დამზადებული ტანსაცმელი კერძო კლიენტებისთვის, ერთზე მეტი მოზომებით, ატელიეს გამოყენებით, რომელშიც დასაქმებულია მინიმუმ თხუთმეტი მკერავი და თუ ეს საკმარისად რთულ საქმეს არ წარმოადგენს, ასევე უნდა ჰყავდეს ოცი სრულ განაკვეთზე მომუშავე ტექნიკური თანამშრომელი ყველა სახელოსნოში.

კუტიურიე, მოდის კვირეული, პარიზი, მოდის მექა

დაგვეთანხმებით, ზემოთ ჩამოთვლილი სია საკმაოდ შრომატევად საქმეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ბრენდების უმეტესობა მზა ტანსაცმლით შემოიფარგლება და ამ რთულ საქმეს ფრანგებს ანდობენ.

დემნა გვასალიას დამსახურებით, ბალენსიაგას მოდის სახლმა კუტურიეს ტანსაცმლის ხაზის ტრადიცია ცოტა ხნის წინ განაახლა. 

პირველი კოლექცია ბრენდის დამფუძნებლის, კრისტობალ ბალენსიაგას სილუეტებით იყო შთაგონებული, თუმცა, რა თქმა უნდა, დემნასთვის დამახასიათებელი ინტერპრეტაციით. კუტიურის მოდის კვირეული მხოლოდ პარიზში ტარდება, ასე რომ ბალენსიაგას მკერავების შემდეგ ქმნილებებს მომავალი წლის იანვარში უნდა ველოდოთ.

მსოფლიო გადადის მზა ტანსაცმელზე

პარიზელებს უყვართ დაბრალება, რომ კუტიურის მოდის კვირეულის გარდა, მზა ტანსაცმლის ჩვენებების კულტურაც სწორედ აქ გაჩნდა, რაც სიმართლეს არ წარმოადგენს. პირველი მზა ტანსაცმლის მოდის კვირეული, ისევე როგორც ყველაფერი მზა და გამარტივებული, ამერიკაში, კერძოდ 1942 წელს ნიუ-იორკში ჩატარდა.

ნიუ იორკის მოდის კვირეული, ny fashion, პირველი მოდის კვირეული

მეორე მსოფლიო ომისაგან დაზარალებული ევროპა, ვეღარ ახერხებდა ამერიკული ბაზრის მომარაგებას და ამიტომ საჭირო გახდა საკუთარი ინდუსტრიის გაძლიერება, რის შედეგადაც 1943 წლის ნიუ-იორკში მოდის კვირეულის კულტურა ჩამოყალიბდა.

ny fashion week, 1942, პირველი ნიუ იორკის მოდის კვირეული

ფრანგებმა ეს გრადაცია მალევე აითვისეს. 60-იანი წლების დასაწყისში კუტიური აღარავის ახსოვდა. სამყარო კოსმოსის დაპყრობით იყო დაკავებული და სანამ ნილ ამსტრონგი მთვარეზე დაჯდა, საფრანგეთმა მსოფლიოს ფუტურისტული მოდა პიერ კარდენის, პაკო რაბანის და ანდრე კურეჟის დამსახურებით აჩუქა.

ახალგაზრდული კულტურა - იმარჯვებს ყველაზე პოპულარული

პარიზის მოდის ინდუსტრიაზე პირველი დარტყმა 70-იანი წლების ლონდონმა მოახდინა. ლონდონი ახალგაზრდული კულტურის მექად იქცა. იქ, სადაც ახალგაზრდები არიან, არის მოდა, მუსიკა და მინი-ქვედაბოლოები. 1964 წელს ლონდონში მინი-ქვედაბოლო მერი კუანტის დამსახურებით გაჩნდა, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარულობა, როგორც დადებით ასევე უარყოფით ჭრილში.

პირველი მინი ქვედაბოლო, მოკლე კაბა, მინი კაბა

შანელმა მინი ქვედაბოლოს „ხორცის გამოფენა“ უწოდა და ამტკიცებდა, რომ ის გარეგნობას ამახინჯებდა, მაგრამ შანელი ამ დროს უკვე მოდის "მოხუცი დედოფალი" იყო, ისევე, როგორც მისი ქალაქი პარიზი.

მილანი სახელს იმკვიდრებს

შემდეგი დიდი დარტყმა პარიზის ზეგავლენაზე 80-იანი წლების მილანში მოხდა.1980-იან წლებში, მილანში დაფუძნებული დიზაინერები, მათ შორის ჯორჯო არმანი და ჯანი ვერსაჩე, დიდი პოპულარობით სარგებლობდანენ. 

ჯანი ვერსაჩე, მილანის მოდის კვირეული, მოდელები

სწორედ ამან განაპირობა მილანის მოდის დედაქალაქის სტატუსისთვის მებრძოლთა სიის სათავეში მოქცევა. გარდა ამისა, მილანში გამართულ ვერსაჩეს ჩვენებებში ისეთი სუპერმოდელები იღებდნენ მონაწილეობას, როგორებიც სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, კრისტი ტურლინგტონი და ლინდა ევანგელისტა არიან.

ლინდა ევანგელისტა, ნაომი ქემპბელი, ცნობილი მოდელები, მილანის მოდის კვირეული

მსოფლიო ბაზარი

90-იანი წლების დასაწყისში, აზიური ქვეყნები, კერძოდ იაპონია და ჩინეთი, ბევრ ევროპულ ქვეყანაზე მეტად განვითარდნენ ეკონომიკური თვალსაზრისით და ლუქს კლასის ტანსაცმლის მიმართ მოთხოვნილება გაუჩნდათ. Louis Vuitton, Gucci, Ferragamo და Bally პირველი ბრენდებია, რომლებმაც საკუთარი ბუტიკები ჩინეთში, ჯერ კიდევ 20 წლის წინ გახსნეს. ამ პერიოდში პარიზი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მოდის დედაქალაქის წოდებას, თუმცა ჩვენებების პირველ რიგებში უკვე ჩინელი და იაპონელი კლიენტები ისხდნენ.

ლუი უტონი, მაღაზია, ჩინეთი

მოდის ახალი დედაქალაქი - სეული

ახალი მონაცემებით, მოდური ბრენდების უმსხვილესი მომხმარებლები სამხრეთ კორეელები არიან და 2022 წლის კვლევით, ერთ სულ მოსახლეზე დანახარჯებით გლობალურად პირველ ადგილს იკავებენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხრეთ კორეამ  ღრმა ტრანსფორმაცია განიცადა, გაზარდა მისი ზომა და კულტურული აქტუალობა. შედეგად, ბრენდებმა წარმატებით განაახლეს თავიანთი ბიზნეს მოდელი, რათა მზარდი ადგილობრივი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ.

k-pop, ქეი პოპ ვარსკვლავი, მოდის კვირეული, დიზაინერები

შესაძლოა შეამჩნიეთ, რომ გავლენიანი K-pop ვარსკვლავები მოდის ჩვენებების რეგულარულ სტუმრებად იქცნენ. BTS ჯგუფი დიორის ბრენდის ამბასადორია, ხოლო Black Pink ივ სენ ლორანს უწევს რეკლამას. 

მოდის მომავალი დედაქალაქი - დუბაი

ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროში, მოდის ბაზარი განსაკუთრებით ძლიერია. 

შანელის ჩვენება დუბაიში, დუბაი, მოდა

ბოლო სტატისტიკით, ახლო აღმოსავლეთის მოდის ბაზარი 16,5 მილიარდი დოლარია და სავარაუდოდ, 2030 წლისთვის  38,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. სტატისტიკა Boston Consulting Group (BCG) -მა Altagamma-თან პარტნიორობით წარმოადგინა, რომელიც იტალიის საუკეთესო ბრენდების ასოციაცია გახლავთ.

მოდას მყიდველი განაგებს

მოდის დედაქალაქის წოდებას აღარ განაგებს ტრადიცია, მას განაგებს მყიდველი. აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ ტოპ მყიდველ-უნარიანი ქვეყნებია ჩინეთი, სამხრეთ კორეა, არაბთა საემიროები და ამერიკა. ბრენდები ცდილობენ მეტი პოპულარობა მოიპოვონ იმ ქვეყნებში, სადაც ახალი ბაზარი და განვითარებადი ეკონომიკაა. ისინი ხსნიან ლამაზ მაღაზიებს, გეგმავენ გრანდიოზულ ჩვენებებს და ლოკალურ ვარსკვლავებს აცმევენ.

არ დავივიწყოთ თბილისი

საქართველოს როლი გლობალური მოდის ბაზარზე ძალიან პატარაა, მაგრამ არა კრეატიული თვალსაზრისით. ჩვენ მოდის ინდუსტრიას დიდი სახელები, შთაგონება და ახალი ხედვა შევმატეთ.

კონცეპტუალური მაღაზია, ბრენდები, movement concept store

მუვმენთის კონცეპტუალური მაღაზიის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ქართული მოდის ბაზრის გამრავალფეროვნებაა. ჩვენ ვცდილობთ ქართული მოდის ზრდას, ახალი ბრენდების შემოტანით და ქართულ ბაზართან გაცნობით შევუწყოთ ხელი. 

ზევით