თხელკანიანი გოგრა სავსეა უამრავი ვიტამინითა და მინერალით. ერთი ჭიქა მომზადებული გოგრის მიღებით, სხვა მაკრონუტრიენტებთან ერთად, თქვენ მიიღებთ A ვიტამინის დღიური ნორმის 450%-ს, C ვიტამინის დღიური ნორმის 50 %-ს ,უჯრედისის დღიური ნორმის 25 %-ს და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დღიური ნორმის 10 %-ს.
გოგრის ფერის განმსაზღვრელი მასში არსებული კაროტენოიდებია, რომლებიც ორგანიზმში A ვიტამინის აქტიურ ფორმად გარდაიქმნება და აუცილებელია თვალის, იმუნური სისტემისა და ძვლის ჯანმრთელობისთვის.
C ვიტამინის დიდი შემცველობა კი ნიშნავს ძლიერ იმუნიტეტს, კანის სიმკვრივეს (მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში), ჭრილობების უკეთ შეხორცებასა და ქსოვილების სწაფ აღდგენას.
ასევე ამ ტიპის გოგრასთვის დამახასიათებელია B ჯგუფის ვიტამინების საკმაოდ მაღალი შემცველობა და K და E ვიტამინის არსებობა.
გოგრის მინერალური შემადგენლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში
გოგრაში დიდი რაოდენობითაა მანგანუმი მაგნიუმი და კალიუმი,რომლებიც აუცილებელია ძვლის ჯანმრთელობისთვის. ასევე მასში მცირე რაოდენობით ვხვდებით თუთიას, რკინას და კალციუმს.
გოგრას მდიდარი ანტიოქსიდანტური შემცველობა იცავს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის სიმსივნის, გულის დაავადებების და მენტალური დარღვეევის, განვითარებისგან.
მასში არსებული ათობით ტიპის კაროტენოიდი (ყველაზე მეტი არის კანში)განსაკუთრებით ბეტა-კაროტენი, C და E ვიტამინები, მინერალები(მანგანუმის და სპილენძი) და ფენოლები, ყველა ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით.
ანტიოქსიდანტები ბოჭავს ორგანიზმში მუდმივად წარმოქმნად თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში, იწვევენ ანთებით პროცესებსა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების განვითარებას.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც იკვებებოდნენ მაღალი ბეტა-კაროტენის შემცველი დიეტით, ფილტვის კიბოს განვითარების რისკი შეუმცირდათ 24 %-ით, შედარებით მათთან, ვინც არ იკვებებოდა ამ ნივთიერების შემცველი პროდუქტით.
ასევე, სხვადასხვა კვლევების თანახმად, ბეტა-კაროტენით მდიდარი რაციონი კავშირშია ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილის შემცირებულ რისკთან.
მრავალი კვლევა ადასტურებს მოყვითალო-სტაფილოსფერი ბოსტნეულისა და ხილის, გოგრის ჩათვლით, დადებით ეფექტს გულის დაავადებათა პრევენციასა და მკურნალობაში.
როდესაც გამოიკვლიეს 2445 ადამიანი, აღმოჩნდა, რომ ამ ფერის ხილისა და ბოსტნეულის ყოველდღიური დამატებითი ულუფის მიღების შემდეგ, გულის დაავადების განვითარების რისკი 23 %-ით მცირდებოდა.
რაც შეეხება მენტალურ ჯანმრთელობას, ერთ-ერთი 13 წლიანი კვლევის მიხედვით, ადამიანები რომლებიც იღებდნენ ანტიოქსიდანტებით მდიდარ საკვებს, ჰქონდათ კარგი მახსოვრობა, ასაკში საუბრობდნენ გამართულად და ჰქონდათ კარგი მხედველობა.
გოგრაში არსებული უჯრედისი იცავს ორგანიზმს სისმსუქნის და დიაბეტის განვითარებისგან
მიუხედავად იმისა, რომ გოგრაში დიდი რაოდენობით ვხვდებით ნახშირწყლებს, ის ასევე შეიცავს უჯრედისის ერთ-ერთ სახეობა პექტინს, პექტინი ცნობილია ანტი-დიაბეტური თვისებებით და სწორედ ის იწვევს გოგრაში არსებული შაქრის თანაბრად გადასვლას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, რაც იწვევს ამ უკანასკნელის რაოდენობის დაბალანსებას სისხლში. პექტინი ასევე იწვევს დანაყრების შეგრძნებას და დადებით გავლენას ახდენს ნაწლავის მიკროფლორაზე.
როგორ მოვამზადოთ გოგრა.
გარდა იმისა, რომ შეიცავს უამრავ ვიტამინს, მინერალს და დაავადებებთან მებრძოლ ანტიოქსიდანტებს, გოგრა ასევე ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი პროდუქტია. მისგან შესაძლებელია როგორც მარილიანი კერძის, ასევე დესერტის მომზადება. ჩართეთ გოგრა თქვენს რაციონში და გახადეთ იგი უფრო გემრიელი და ჯანმრთელი.
გოგრის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ გარედან მაგარი იყოს და ერთიანი ზედაპირის ქონდეს. ამ ჯადოსნური პროდქუტის ორთქლზე მომზადებით, მას დადებით თვისებებს მაქსიმალურად შეუნარჩუნებთ.
დაუჭრელი სახით, გოგორა 6 თვის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ (10-20 °C ტემპერატურაზე). მეტიც, რაც უფრო მეტ ხანს შეინახავთ უკეთესია, რადგან მასში კაროტენოიდების რაოდენობა გაიზრდება. თუმცა, თუ კი მას დაჭრით და მაცივარში შეინახეთ, აუცილებლად გამოიყენეთ 1-2 დღის განმავლობაში.
გოგრის თესლი ასევე ძალიან სასარგებლო პროდუქტია, იგი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს E ვიტამინს. ეს პროდუქტი შეგიძლიათ მოხალოთ ან მოათავსოთ ღუმელში 15-20 წუთით და გემრიელად მიირთვათ.
მოდის ტრენდები ელვის სისწრაფით იცვლება, თუმცა უჟანგავი ფოლადის სამკაული ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებად რჩება, რომელიც ყოველდღიურ სამოსს, თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ Look-ს დასრულებულ სახეს აძლევს. დღეს ფრანგული ბრენდის, ZAG Bijoux-ს შესახებ მოგიყვებით, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად TI’ME-ის მაღაზიათა ქსელმა შემოიყვანა.
Victoria's Secret-ის შოუმ, რომელიც 6 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, დიდი ხმაური და აჯიოტაჟი გამოიწვია. მოლოდინი გამართლდა, პოდიუმზე სამოდელო სამყაროს ყველაზე ხმამაღალი მოდელები ვიხილეთ. თუმცა "ანგელოზი", რომელსაც ყველაზე მეტად ელოდა ქართველი ხალხი, მატლიდა გვარლიანი გახლავთ.
ინსპირაციისთვის ICR-ის კატალოგი დავათვალიერეთ და SCARPIERA-ს კოლექციაზე შევჩერდით, რომელიც ქალისა და მამაკაცის მამაკაცის უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელსა და აქსესუარს გვთავაზობთ.